ვიქტორია ჯუღელის ”ქვიშის ტალღების” პრეზენტაცია და მხატვრების, სოფიკო ვარაზისა და ლიკა ფავლენიშვილის, ილუსტრაციათა გამოფენა

2014 წლის 5 დეკემბერს, 16.45 საათზე, სააქტო დარბაზში გაიმართა ვიქტორია ჯუღელის კრებულის, „ქვიშის ტალღების” პრეზენტაცია. „ქვიშის ტალღები” შეიცავს ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ ლექსებს და რამდენიმე პროზაულ მინიატურას. გამოცემის რედაქტორია პროფ. ნანა ტონია. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ სოფიკო ვარაზის მიერ საგანგებოდ ამ კრებულისათვის შექმნილი ილუსტრაციებით. მასში გამოყენებულია ავტორის შვილის, მხატვარ ლიკა ფავლენიშვილის მიერ 2001-2003 წლებში შესრულებული ნახატები. კრებული გამოსცა გამომცემლობამ ”სეზანი”. მისი დაკაბადონება და გარეკანის დიზაინი ეკუთვნის მხატვარ გეგა პაქსაშვილს. წიგნს ერთვის DVD, რომელზეც ჩაწერილია 11 ლექსი. მათგან ორს კითხულობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ზაზა იაქაშვილი, ცხრას კი ავტორი. 

წიგნის გარეკანი მხატვარ სოფიო ვარაზის ილუსტრაციით   

წიგნის ავტორი, რედაქტორი და მხატვრები ლიანა ფავლენიშვილის ნახატებთან

პროფ. დამანა მელიქიშვილი

პროფ. რისმაგ გორდეზიანი

წიგნის რედაქტორი – პროფ. ნანა ტონია

პროფ. ანა ხარანაული

პროფ. მაგდა მჭედლიძე

სკეპტიციზმი და ელინისტური ფილოსოფიური თეოლოგია

2015 წლის 15 იანვარს, 17:00 საათზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) დოქტორანტი მათე ვერეში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საერთო კონსესუსიდან გაუთავებელ კამათამდე: სკეპტიციზმი და ელინისტური ფილოსოფიური თეოლოგია".
ამ მოხსენებაში  წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიდგომები ელინისტურ ხანაში რელიგიური განსხვავებულობის პრობლემის მიმართ დაწყებული სტოიკოსების მცდელობიდან, წარმოედგინათ მწყობრი თეოლოგიური პოზიცია დაფუძნებული საერთო, ყველა ადამიანისთვის გასაგებ, კონცეფციებზე, გაგრძელებული ციცერონის (კერძოდ, მისი პერსონაჟის, კოტას), პლუტარქეს და სექსტუს ემპირიკუსის მაგალითებზე ჩვენებით, თუ როგორ იყენებენ ეს ავტორები არგუმენტს უთანხმოებიდან იმისათვის რომ დაიცვან თავიანთი განსაკუთრებული ფილოსოფიური პოზიციები. 

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220 (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

ნანა მირაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია

2015 წლის 10 იანვარს, 15:00 საათზე ტარდება ნანა მირაშვილის მონოგრაფიის "მონანიე მეძავები და ბერის სამოსში გადაცმული დედები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (პარიზი 2014) პრეზენტაცია.

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220 (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13)