პროფესორ ანდრეი როსიუსის მოსხენება

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

2015 წლის 24 მარტი, 16:00 სთ.

ანდრეი როსიუსი

ფილოსოფიურ კვლევათა იტალიური ინსტიტუტის (ნეაპოლი, იტალია) მკვლევარი და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი, რუსეთი) პროფესორი წაიკითხავს მოხსენებას

"არისტოტელე და მისი მიმდევრები გენიალობისა და მისი სიჭარბის შესახებ"

მოხსენების ენა: რუსული

მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220 (ი. ჭავჭავაძის გამზირი # 13)

კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი “ოქროს საწმისი”

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია გიწვევთ მელინა მერკურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქროს საწმისი" საზეიმო გახსნაზე 25 მარტს 17:00 საათზე.

 

პროგრამის ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "საბერძნეთის უკანასკნელი ქალღმერთი" პრეზენტაცია და ოსკარზე ნომინირებული ცნობილი ბერძნული ფილმის  "არასოდეს კვირაღდეს"  ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით).

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

27 მარტი 10:00 საათზე

სამეცნიერო და მოსწავლეთა კონფერენცია "ელენე არგოსელიდან მელინა მერკურიმდე"

 

14:00 საათზე

ოსკარზე ნომინირებული ფილმის "სტელა" ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით)

 

6 აპრილი 16:00 საათზე

მოსწავლეთა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში

 

17 აპრილი 17:00 საათზე

 მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენების კონკურსი

 

21 აპრილი 17:00 საათზე

 საზეიმო დღეების დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 

 

გახსნა გაიმართება ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 220 აუდიტორიაში ( II სართული )  და დახურვა-დაჯილდოვება ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ( IV სართული).