აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

გიწვევთ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის – Tbilisi Science Fest-ის ფარგლებში.

სტუდენთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა:

ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობების აქტუალური პრობლემები

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 12 ნოემბერი, 2015.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2015 წლის 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამრთზე: greekstudies@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 10 წუთი.

 

განაცხადის ფორმა:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

სასწავლო სტატუსი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2015 წლის 2 ნოემბრამდე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია

ტელ: +995 598 604667

ელ-ფოსტა: greekstudies@tsu.ge