ლექციათა ციკლი: ანტიკური საბერძნეთისა და რომის ისტორია

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება

ლექციათა ციკლი:

ანტიკური საბერძნეთისა და რომის ისტორია

I ლექცია: წინაბერძნული სამყარო და ანტიკურობა ძვ.წ. V საუკუნემდე (მითოსური და მიკენური საბერძნეთი, ბნელი წლები, გეომეტრიული რენესანსი, დიდი ბერძნული კოლონიზაცია და არქაიკის პერიოდი).
7 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

II ლექცია: ანტიკური საბერძნეთი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში (ბერძენ-სპარსელთა ომები და „დიადი ორმოცდაათწლეული”, პელოპონესოსის ომი და ბერძნული სამყაროს კრიზისი, მაკედონიის აღზევება. ალექსანდრეს დაპყრობები და ელინისტური სამყარო).
14 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

III ლექცია: რომის ისტორია დაარსებიდან პრინციპატის შემოღებამდე (მეფეთა რომი რესპუბლიკის დაარსება, პუნიკური ომები და დომინაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში, რესპუბლიკის კრიზისი და შიდა ომები).
21 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

IV ლექცია: რომი იმპერიული მმართველობის ეპოქაში (ავგუსტუსი და ადრეული პრინციპატი, იმპერიული მმართველობის კრიზისის პირველი ნიშნები, ფლავიუსების დინასტია, ქრისტიანობის შემოსვლა, გვიანანტიკურობა).
28 აპრილი, 16 სთ., თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

ლექციებს გაუძღვება ფილოლოგიის დოქტორი გიორგი უგულავა.

დ ა ს წ რ ე ბ ა თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა!