ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“ საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მონაწილეობით

ოტოგამოფენა ჩემი საქართველო

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტების მონაწილეობით

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

 

ტარდება ფოტოგამოფენა  ჩემი საქართველო

მონაწილეობის პირობები:

 

მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ თსუ-ს სტუდენტს.

 

სტუდენტები ფოტომასალით საკუთარი თვალით დანახულ საქართველოს წარმოგვიდგენენ.  

დასაშვებია ფოტოს დამუშავებაც და ფოტოკოლაჟიც.

 

ფოტოს ფორმატი 30X40 სმ.

 

ფოტო მოთავსებული უნდა იყოს ალუმინის, პლასმასის ან ხის ჩარჩოში, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

  • მოგვაწოდოთ როგორც თითო ფოტო, ასევე ფოტოსერია, რომელიც 3 ფოტოს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ჩარჩოში, მარჯვნივ, ქვედა მხარეს, მინის შიგნით, ჩატანებული უნდა იყოს პატარა, თეთრი ქაღალდი, სადაც ქართულ ენაზე, შავი ფერით, დაბეჭდილი იქნება ფოტოს ავტორი სტუდენტის სახელი, გვარი, ფაკულტეტი.  

 

ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ზემოთ აღნიშნული ფორმით გამზადებული ფოტოები უნდა მიიტანონ თსუ-ს VIII კორპუსის 220-ე აუდიტორიაში არა უგვიანეს 17 მაისის 17:00 საათისა.  

 

პროექტის ღონისძიებათა პროგრამაში მიეთითება ფოტოგამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტის ვინაობა.

 

ფოტოგამოფენაში მონაწილე სტუდენტებს ნაშრომები უკან არ დაუბრუნდებათ. ზოგიერთი ფოტო შესაძლებელია მოხვდეს პროექტთან დაკავშირებულ რომელიმე კრებულში, რომელიც ფოტოს ავტორს გადაეცემა საჩუქრად.

 

ფოტოგამოფენა გაიხსნება 2016 წლის 25 მაისს თსუ-ს Ι კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 18:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის  სააქტო დარბაზის ჰოლში.

 

         საკონტაქტო პირი: ლანა რამიშვილი  ტელ.: 574 41 44 50

 

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი სტუდენტებისთვის

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი

სტუდენტებისთვის

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

ცხადდება მხატვრული თარგმანის კონკურსი

 

 კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:

 

1. მის მიერ არჩეული ქართულენოვანი ლექსი ან პატარა მოთხრობა (მითი, ზღაპარი, ლეგენდა და მისთ. – არა უმეტეს ერთი გვერდისა) თარგმნოს საქართველოს რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე

ან პირიქით, რომელიმე ნაწარმოები ეროვნული უმცირესობების შემოქმედებიდან თარგმნოს ქართულად;

 

2. 2016 წლის 15 მაისამდე ორიგინალი და ნათარგმნი ნაწარმოები, ბმულის სახით, გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე tolerantoba2016@yahoo.com

ქართული ტექსტისათვის შრიფტი-Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.

 

3.  გზავნილში მითითებული უნდა იყოს მთარგმნელის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონის (მობილური) ნომერი; ასევე, ხელმძღვანელი ლექტორის (რომელიც ფლობს კონკრეტული ეროვნული უმცირესობის ენას) სახელი, გვარი და სტატუსი შემდეგი ფორმით:

ბერძნულიდან (სომხურიდან, რუსულიდან და მისთ.) თარგმნა ნატალია ხაჩიძემ (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულება, III კურსი).

ხელმძღვანელი: ანი ჩიქოვანი,  ასოც. პროფესორი.

 

იგივე ინფორმაცია უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზეც.

 

4.  თარგმანებთან ერთად უნდა გაიგზავნოს შესაბამისი უცხო ენის ფონტი (ანბანის კომპიუტერული ვერსია).

 

   საუკეთესო თარგმანები გამოიცემა კრებულად. კრებულში თითოეულ თარგმანს მიეთითება მთარგმნელისა და  მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

კრებულები მთარგმნელებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცემათ პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე 2016 წლის 9 ივნისს, 18 საათზე.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ, VIII კორპუსის სააქტო დარბაზი.

           

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123

  

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის

 

საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

კონკურსის პირობები:

მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების ან სხვა მიმართულების სტუდენტს, რომელიც შეძლებს შექმნას მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი თემაზე ეროვნული უმცირესობები და საქართველო .

 

ფილმის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 წუთი; 

ფილმის ენა: ქართული;

ფილმის მონტაჟი: მემონტაჟის მოწვევასა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი.

           

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მაისამდე საკუთარი გვარ-სახელი, ტელეფონის (მობილური) ნომერი, ფილმის სათაური და დაკონკრეტებული თემატიკა უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

            ფილმის შავი მასალა, ორგკომიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამონტაჟდეს 10 მაისიდან 31 მაისამდე.

           

ფილმების თსუ-ში პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი: 7 ივნისი, 2016

            ფილმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური სამი კაცის შემადგენლობით.

 

გამარჯვებული  დოკუმენტური ფილმის ავტორი დაჯილდოვდება.

           

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123

სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია

 

kucukcekmece escort

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

 

ტარდება სტუდენტური კონფერენცია

  • ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში

 

კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

 

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 3 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში

(ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)

 

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები

2016 წლის 20 მაისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

tolerantoba2016@yahoo.com

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

სასწავლო სტატუსი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.

 

მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 24 მაისს.

 

კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე –  2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე,

თსუ  I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.

 

შენიშვნა: კონფერენციის პროგრამას დოკუმენტის ძალა ექნება მხოლოდ  კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის დასრულებისთანავე.

 

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია

ტელ: +995 598 60 46 67

საუნივერსიტეტო კონფერენცია

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

istanbul escort bayan

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

 

ტარდება საუნივერსიტეტო კონფერენცია

  • ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში

 

კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს.

 

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 2 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში

(ი. ჭავჭავაძის გამზ. 13 )

 

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები

2016 წლის 20 მაისამდე  გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

greekstudies@tsu.ge

 

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი

ტელ: 599 509 123

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი.

 

განაცხადის ფორმა:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური/სამეცნიერო სტატუსი;

ფაკულტეტი, მიმართულება;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 24 მაისს.

 

კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე –  2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე,

თსუ  I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.

 

საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი

ტელ: 599 509 123

ელ.ფოსტა: greekstudies@tsu.ge