სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)“

 
თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2016-ის ფარგლებში თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 19-20 სექტემბერს ჩატარდება სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)“.
 
სიმოპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გადმოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, მოსხენების სათაური და მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე greekstudies@tsu.ge 
 
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი 2016 წლის 20 ივლისამდე გაცნობებთ გადაწყვეტილებას.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ასევე სამივე საფეხურის სტუდენტებს.
 
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება კრებულის სახით.
 
საკონტაქტო პირები: ეკატერინე კვირკველია  598 60 46 67; მარიამ კალაძე  577 42 69 82