საერთაშორისო კონფერენცია მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში

Herkulaneischer_Meister_001

 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია

მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში

 

1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის კათედრისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელსაც წელს დაარსებიდან ოცი წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია 2017 წლის 17-21 სექტემბერს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენციის – მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში ჩატარება. მის მუშაობაში მეცნიერებთან ერთად გათვალისწინებულია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა.

კონფერენციის მიმართ ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით, ვახანგრძლივებთ განცხადებებისა და აბსტრაქტების მიღების ვადას მიმდინარე წლის 2017 წლის 30 აპრილამდე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია  მისამართზე: greekstudies@tsu.ge

პირადი მონაცემები (სახელი, გვარი), მუშაობის ადგილი და სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საფოსტო და ელექტრონული მისამართი), კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა (მოხსენება, პერფორმანსი, ექსპოზიცია) და სახელწოდება, ასევე მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა)

განაცხადის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საორგანიზაციო კომიტეტი მიაწვდის დამატებით ინფორმაციას არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

საკონტაქტო პირები:

ეკატერინე კვირკველია – 598 60 46 67; kvirkvelia_e@yahoo.com

მარიამ კალაძე – 577 42 69 82; mariami.kaladze@tsu.ge