საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო

2017 წლის 25 მარტს, შაბათს, 18:00 საათზე, თსუ VIII კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესადმი და ბერძნულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებით ასევე გაიხსნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საიუბილეო წელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“. ოფიციალურ პირთა მისალმებებისა და სტუდენტური პერფორმანსის შემდეგ, გაიმართა კონცერტი თსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლისა და საქართველოს ბერძნული ფედერაციის კულტურული ცენტრის მონაწილეობით.

 

gallery

 

ჰომეროსის ეპოსის – “ოდისეას” საჯარო კითხვა (Odyssée 24)

2017 წლის 24 მარტს ინსტიტუტი შეუერთდა ლათინურისა და ბერძნული ენის ევროპულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ჰომეროსის ეპოსის – "ოდისეას" საჯარო კითხვა. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა 20-ზე მეტ ქვეყანაში და ჰომეროსის ეპოსი ერთდრო

ულად 40-ზე მეტ ენაზე იქნა წაკითხული. ღონისძიების ტრანსლირება მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში. 

17457925_10212570899614182_7719888818598589950_n

 

17499061_10212577500659204_8438720207061148616_n 17457861_10212577501059214_347812466022696027_n 17353450_10212577500979212_6689132533633344305_n 17362416_10212577512259494_5952154983849863923_n

 

 

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მთარგმნელის პეტრე ქავთარაძის ხსოვნის საღამო და წიგნის პრეზენტაცია

2017 წლის 20 მარტს, 17 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მთარგმნელის პეტრე ქავთარაძის ხსოვნის საღამო და მისი წიგნის „თარგმანები, ბერძენი და რომაელი ავტორები” ახალი გამოცემის პრეზენტაცნია.

17353411_1605966596080053_6298301927085380549_n

ექსპედიცია „ანტიკური საბერძნეთი“

ექსპედიციის „ანტიკური საბერძნეთი“ მონაწილეთა საყურადღებოდ:

გაცნობებთ, რომ უკვე დასრულდა რეგისტრაცია ტურისთვის „ანტიკური საბერძნეთი“.

პირველადი შენატანი დაფარა 60-მა მსურველმა.

ექსპედიციის მონაწილეთა შეხვედრა ორგანიზატორებთან და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან შედგება 8 აპრილს, შაბათს, 17:00 საათზე. მის.: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპ.,  ΙΙ სართული, 220-აუდიტორია.

ტურის ღირებულების სრული დაფარვა უნდა განხორციელდეს 2 მაისს, სამშაბათს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე. თანხა უნდა მიეწოდოს ეკატერინე კვირკველიას მისამართზე: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, 221-ე აუდიტორია. აქვე გადმოგეცემათ ტურის მეგზური.

გთხოვთ გაეცნოთ ტურის სასტუმროებს შემდეგ ლინკებზე:

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/metropolitan-hotel-thessaloniki

https://www.mouzenidis.com/hotel/pithia-art-boutique-hotel

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/congo-palace-hotel

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/best-western-fenix-hotel

სასტუმროებისა ნახვა და გამოხმაურებების გაცნობა  შეგიძლიათ სხვა ვებ-გვერდებზეც (booking.com და მისთ.).

პრეტენზიები ან სურვილები სასტუმროებთან დაკავშირებით გთხოვთ გამოთქვათ დროულად. უფრო მაღალი კატეგორიის სასტუმროში განთავსება კონკრეტული სტუმრებისთვის შესაძლებელი იქნება თანხის დამატების შემთხვევაში.

შენიშვნა:

თესალონიკისა და დელფოსის სასტუმროები არის 3*.

ათენის სასტუმრო, სადაც გაატარებთ სამ ღამეს, არის 4*. 

ათენში ჯგუფი განთავსდება ორ, ახლომდებარე, ერთი კატეგორიის სასტუმროში. 

ზამთრის სკოლა – „ანტიკური სამყარო და კავკასია”

ზამთრის სკოლა ანტიკური სამყარო და კავკასია_001

2017 წლის 6-11 მარტს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა ზამთრის სკოლას თემაზე: „ანტიკური სამყარო და კავკასია“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავდა კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის შესახებ ლექციათა ციკლის ჩატარებას, რომელიც თემატურად მრავალდარგობრივი და მრავალპროფილურია. მოიცავს კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია, ეპიგრაფიკა, რელიგია, ფილოსოფია) პერსპექტივიდან შესწავლას.

ზამთრის სკოლის ფარგლებში ლექციები წაკითხეს, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პროფესორებმა ბრემენისა და იენის უნივერსიტეტებიდან. ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა სტუდენტმა: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, საბერძნეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან.