2017 წლის 9 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს ინსტიტუტის დღეს.
პროგრამა:
- ღონისძიების გახსნა და შესავალი სიტყვა – პროფ. ნანა ტონია
- წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები "ივნისიდან ივნისამდე" – ფილ. დოქტორი მაია დანელია.
- საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" ახალი გამოცემები – პროფ. ირინე დარჩია.
- წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება – პროფ. სოფიო შამანიდი.
მისამართი:
ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია