საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს განაცხადების მიღებას  საერთაშორისო კონფერენციისთვის  „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“. კონფერენცია ეძღვნება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  100 წლის იუბილეს. 

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 2830 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი # 1).

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ფართოა, მოიცავს პერიოდს ანტიკურობიდან დღემდე და შეეხება შემდეგ სფეროებს: ფილოსოფია, კლასიკური ფილოლოგია, ისტორია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანმცოდნეობა, კულტურის კვლევები, რელიგიათმცოდნეობა,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,  განათლება,  ხელოვნება და თეატრი, სამართალი,   მედიცინა და სხვ. პარალელურ სესიებთან ერთად იმუშავებს ხუთი პლენარული სესია. გაიმართება ორი გამოფენა: “პლატონი და მისი ფილოსოფია თანამედროვე ხელოვნებაში“ და „პლატონი სცენაზე.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული (სინქრონული თარგმანის გარეშე).

კონფერენციაში მონაწილეობს 60-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, იტალია, კანადა, კვიპროსი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უნგრეთი,  შვეიცარია, ჰონგ კონგი).

კონფერენციის საპატიო და ძირითადი მომხსენებლებია (ანბანურად):

  1. ჯონ დილონი (John Dillon), დუბლინის ტრინიტი კოლეჯი, ირლანდია
  2. გაბრიელე კორნელი (Gabriele Cornelli), ბრაზილიის უნივერსიტეტი, ბრაზილია
  3. ნობურუ ნოტომი (Noburu  Notomi), ტოკიოს უნივერსიტეტი, იაპონია
  4. დომენიკ ო’მეარა (Domenic O’Meara), ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  5. თომას რობინსონი (Thomas Robinson), ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა
  6. ანდრეი როსიუსი (Andrei  Rossius), ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი – ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, რუსეთი; იტალიის ფილოსოფიურ კვლევათა ინსტიტუტი, იტალია
  7. ქრისტოფერ როუვი (Christopher Rowe), დარემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
  8. კარლოს სტილი (Karlos Steel), ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
  9. მაურო ტული  (Mauro Tulli), პიზის უნივერსიტეტი, იტალია
  10. ედვარდ ჰალპერი (Edward Halper), ჯორჯიის უნივერსიტეტი, აშშ

 

კონფერენციის მონაწილეები და თეზისები:

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს, აგრეთვე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს პლატონის ფილოსოფიაზე შექმნილი ნამუშევრების გამოსაფენად.

       

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება – 20 წთ., დისკუსია – 10 წთ.). ხელოვნების ნიმუშები და წარმოდგენების ფოტო/ვიდეო მასალა გამოიფინება უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეებში.  

 

მოხსენების თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი).

 

თეზისები, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშების ფოტოები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: plato@tsu.ge

საკონფერენციო თეზისების/ხელოვნების ნიმუშების აუდიო/ვიზუალური მასალის წარმოდგენის ბოლო ვადა  –  23 აპრილი 2018.

თეზისებთან/ხელოვნების ნიმუშების ფოტოებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:

  • სახელი და გვარი;
  • დაწესებულება და თანამდებობა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა);
  • კონფერენციაში მონაწილეობის ტიპი (მოხსენება, გამოფენაში მონაწილეობა);
  • მოხსენების სრული სათაური;
  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
  • იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას წარმოადგენს სტუდენტი, მითითებულ უნდა იქნას სამეცნიერო ხელმძღვანელის/რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები.

კონფერენციაზე წარდგენილი  მოხსენებების ნაწილი მათი რეცენზირების შემდეგ გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების სახით 2018 წლის ივნისის ბოლომდე.

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 ლარი.

სარეგისტრაციო გადასახადი სტუდენტებისათვის: 50 ლარი.

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: plato@tsu.ge

.