პროფ. ედიტ ჰოლის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Edith-Hall

პროფ. ედიტ ჰოლის საჯარო ლექცია – „არისტოტელეს გზა“

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 2018 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, კინგს კოლეჯის პროფესორი, ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე ედიტ ჰოლი წაიკითხავს საჯარო ლექციას – „არისტოტელეს გზა“.

 

მოხსენების ენა: ინგლისური

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, მეორე სართული, 220-ე აუდიტორია.

 

დასწრება თავისუფალია!

 

 

 

ენციკლოპედია CAUCASUS ANTIQUUS – ანტიკური კავკასია III ტ.

გალერეა

ეს გალერეა შეიცავს 7 ფოტოს.

ენციკლოპედია ანტიკური კავკასია მოამზადა ავტორტა კოლექტივმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. პროექტის მონაწილეები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები. ენციკლოპედია Caucasus Antiquus – ანტიკური კავკასია მიზნად ისახავს ანტიკური ეპოქის … დაწვრილებით

აკად. რისმაგ გორდეზიანის ახალი პუბლიკაცია – „პლატონი თანამედროვე სამეცნიერო ჰიპოთეზების კონტექსტში”

41488558_2405159162827455_6504545815934009344_n

აკად. რისმაგ გორდეზიანის ახალი პუბლიკაცია – „პლატონი თანამედროვე სამეცნიერო ჰიპოთეზების კონტექსტში".

„პლატონის ნააზრევმა არაერთ ეპოქაში განიცადა აღორძინება თუ რეცეფცია. XX-XXI საუკუნეები პლატონის რენესანსის კიდევ ერთ ეპოქად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მას მხარდამჭერები გამოუჩნდა ისეთი მეცნირებების წარმომადგენლებშიც კი, რომელთა დასკვნები ფილოსოფოსის საუკუნეების განმავლობაში საკამათოდ ქცეული აზრების განხილვის შემთხვევაშიც კი ზუსტი სამეცნიერო კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგებს ეყრდნობა. ამ თვალსაზრისის საილუსტრაციოდ პლატონის ნააზრევის რამდენიმე ასპექტს განვიხილავ: 1. იდეების თეორია; 2. დემიურგოსი; 3. ელემენტარული ნაწილაკები; 4. სულის უკვდავება; 5. სამყაროს უნიკალურობა; 6. მათემატიკის კულტი…" 

© პროგრამა „ლოგოსი", თბილისი, 2018

 

 

 

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის ისტორიაში ფუნდამენტურ ნაშრომთა ავტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ თევზაძე.

პანაშვიდი: კვირას, ორშაბათს 17.00 საათზე;
დაკრძალვა: სამშაბათს 15.00 საათზე;
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 9, 1-ლი სართული, ბინა 5.

ქართველ ფილოსოფოსთა ათეულობით თაობის აღზრდასთან ერთად ბატონი გურამი იყო შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების მკვლევართა ქართული სკოლის დამფუძნებელი. მისი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად მნიშვნელოვანი განშტოება ამ სკოლისა წამოდგენილია კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის, კურსდამთავრებულთა სახით.
მისი მადლიერი მოსწავლეები არასდროს დაივიწყებენ მათი დიდი მასწავლებლის, ბრწყინვალე ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსის, ბატონ გურამ თევზაძის თავდადებულ ამაგს, რომლის წყალობითაც ჩვენს ინსტიტუტში აღიზარდა ბერძნულ და ლათინურ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო პირველწყაროთა კვლევაზე დამყარებული კლასიკოსებისა და ბიზანტინისტების მთელი პლეადა.