სტუდენტური კონკურსი „პიგმალიონი”

პიგმალიონის პოსტერი

 

 

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2018 წლის 1 ნოემბრიდან იწყება სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონკურსი „პიგმალიონი”. კონკურსის მიზანია ანტიკური კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სტუდენტებისათვის ბერძნულ-რომაული თარგმანების გაცნობა და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

კონკურსანტები 8 კვირის განმავლობაში გაეცნობიან პროექტისათვის შერჩეულ თარგმანებს ანტიკური ლიტერატურიდან და შემდეგ შეავსებენ მათთვის მომზადებულ ტესტებს. კონკურსი მოიცავს 4 ტურს და დასრულდება 28 დეკემბერს.

28 დეკემბერს გამოვლინდება საუკეთესო შედეგების მქონე სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

II ადგილი – 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

III ადგილი – 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდს, შეავსეთ ანკეტა და შესაბამის ველში ატვირთეთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. 

 

საკონტაქტო პირი:

მარიამ კალაძე

mariami.kaladze@tsu.ge