გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორიის გახსნა

მოსაწვევი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2018 წლის 18 დეკემბერს, 16 საათზე, გიწვევთ გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორიის გახსნაზე. 

 

დღის წესრიგი:

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. ვალერი ასათიანის წიგნის „კლასიკოსი” წარდგენა. 

 

სხდომის გახსნა

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. თინა დოლიძე

 

მისალმება 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე

 

გამოსვლები 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნანა გაფრინდაშვილი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსირისმაგ გორდეზიანი

პროფ. მინდია უგრეხელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი, ფილ. მეცნ. დოქტ. ნელი მახარაძე

კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის  IV კურსის სტუდენტი ნინო ღლონტი

პროფ. მეა ყუბანეიშვილი

პროფ. სიმონ წერეთელი

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გაზმ. 1, თსუ I კორპუსი, მესამე სართ., 301-ე აუდიტორია. 

 

 

გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლისადმი მიძღვნილი წიგნი – „კლასიკოსი”

გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი - კლასიკოსი

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. ვალერი ასათიანის ავტორობით გამოიცა გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლისადმი მიძღვნილი წიგნი -„კლასიკოსი".

„2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. 
საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის სათავეებს და აღორძინებას განსაკუთრებულად უკავშირდება რამდენიმე გამოჩენილი მეცნიერისა და პიროვნების სახელი. 
წიგნი ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი მეცნიერის, ელინოლოგის, პაპიროლოგის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერების აღორძინებაში ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრის – გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის ნათელ ხსოვნას. 
არსებული პუბლიკაციებისა და დღემდე არაერთი გამოუქვეყნებელი საარქივო ჩანაწერის („მასალის") გათვალისწინებით, ვრცლად მოხმობით, ავტორი მიზნად ისახავს მეტ-ნაკლები სისრულით წარმოაჩინოს გრიგოლ წერეთლის პიროვნება და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა."

რედაქტორი: ქეთევან აბესაძე
რეცენზენტი: იამზე გაგუა
გარეკანის დიზაინი: ირაკლი ვარვარიძე
დიზაინი და დაკაბადონება: ალექსანდრე ჯიქურიძე

© პროგრამა „ლოგოსი", თბილისი, 2018