კონკურს VICTORIA-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, 2019 წლის 30 ივლისს გაიმართა კონკურს Victoria კლასიკურ ენებში. კონკურსი ჩატარდა ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში, ორივე, კლასიკური და საფაკულტეტო განხრით, რომლის შედეგებიც გამოცხადდა 2 აგვისტოს. კონკურსის ჩატარებას ხელმძღვანელობდნენ ინსტიტუტის დირექტორი: პროფ. თინათინ დოლიძე, ჟიურის თავმჯდომარე: პროფ. იამზე გაგუა, ჟიურის წევრები: მარიამ კალაძე და ეკატერინე კვირკველია, კონკურსის ორგანიზატორი: ვიქტორია ჯუღელი.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, დიონისიოს ვარელასის ფონდის დაფინანსებით, ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობით და საფარაში ერთდღიანი მოგზაურობით, ამას გარდა კი 150 და 100 ლარიანი წიგნადი ვაუჩერებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, თსუ ”ლოგოსის” მაღაზიაში წლის განმავლობაში შეარჩიონ მათთვის სასურველი წიგნები. კონკურსანტებისათვის გადასაცემი დიპლომები და ვაუჩერები გამარჯვებულთა სახელებითა და გვარებით ქართულ და ლათინურ ენებზე შეამკო მხატვარმა და კალიგრაფმა, ლიკა ფავლენიშვილმა, რომელმაც მათ გადასცა ასევე, კალიგრაფიული ხელოვნებით შესრულებული მათი სახელები და გვარები.