საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

 

164603242_2888886918055040_3298588651828076999_n


25 მარტს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საბერძნეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას გამართავს – საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ მთავარ  ოფიციალურ ღონისძიებას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ზუმის პლატფორმის საშუალებით.

https://zoom.us/j/92651951697 

Meeting ID: 926 5195 1697

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე გახსნის. საბერძნეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების მისალმებების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება ბერძნული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებულ მოხსენებას მოისმენს, სტუდენტები პირველად წარმოადგენენ ქართველი ახალგაზრდების ორი საუკუნის წინანდელ მხარდამჭერ წერილს ბერძენი აჯანყებულებისადმი. ღონისძიების ბოლოს, სტუდენტთა ესსეების კონკურსის „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

წლის პროგრამა

 

VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციაანტიკურობის თანამედროვეობა

 

კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს

 

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს VII ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას – ანტიკურობის თანამედროვეობა, რომელიც გაიმართება 2021 წლის 34 ივნისს, ონლაინ ფორმატში (პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).

 

NNმონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს და შემდეგ თემას: „სიკვდილი და თავისუფლება ბერძნულ ლიტერატურაში“.

 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი; დისკუსია – 10 წუთი.

თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 30 აპრილამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com. თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.


საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5

თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.