საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2021 წლის 2224 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეძღვნება სამ მნიშვნელოვან თარიღს: ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს, მის მიერ დაარსებული კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავსა და საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს. 

კონფერენციაში მონაწილეობს 96 მომხსენებელი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და ხუთი კონტინენტიდან – ევროპა, აზია, ავსტრალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (ავსტრალია, ავსტრია, არგენტინა, აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კანადა,  კოლუმბია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვენია, შვედეთი). 

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება გრიგოლ წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობას, სიძველეთმცოდნეობის და ბიზანტინისტიკის აქტუალურ პრობლემებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს და საქართველოს ურთიერთობებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს რეცეფციას და სხვ. 

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას,ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას. 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 14.00 საათზე.კონფერენციის გახსნის ცერემონია წარიმართება ინგლისურად. 

პროგრამა