ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები

 

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2013 წლის 14, 15 და 16 მაისს ჩატარდება ახალი ბერნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები.

გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართონ ეკატერინე ქართველიშვილს ა.წ. 1 თებერვლიდან ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის პროსპ.  N 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219. ტელ.: 593 49 00 18 ან 225 32 20. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 22 მარტი, 15:00 სთ.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ პასპორტი და შესაბამისი თანხა (Α1 დონისთვის – 55 ევრო; Α2, Β1 დონისთვის – 65 ევრო; Β2, Γ1, Γ2 დონისთვის – 73 ევრო).