ანდრაშ კრაფტის ორკვირიანი სალექციო კურსი

2013 წლის 8-17 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) დოქტორანტი ანდრაშ კრაფტი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში წაიკითხავს ლექციებს თემაზე "შუა საუკუნეების დისკუსიები სამყაროს მარადიულობის შესახებ". ლექციები ჩატარდება 8, 10, 12, 15 და 17 აპრილს. სტუდენტები, რომლებიც ზემოხსენებულ კურსს მოისმენენ მიიღებენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სპეციალურ სერთიფიკატს.

სალექციო კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, საკონტაქტო ნომერი) მისამართზე: greekstudies@tsu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 აპრილი.

ლექციები წარიმართება ინგლისურ ენაზე.

ლექციები ჩატარდება თსუ პირველ კორპუსში, 15:00 და 16:00 საათებზე:

ორშაბათი: 217-ე აუდიტორია

ოთხშაბათი: 321-ე აუდიტორია

პარასკევი: 305-ე აუდიტორია

საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი

მობ.: 598 83 90 05

არქივი