მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია “ბიზანტინოლოგია საქართველოში”

24 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“ გაიხსნება.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან. 

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ მოხსენებებს ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიურ ასპექტებზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. 
კონფერენცია თბილისსა და ბათუმში გაიმართება და 30 სექტემბრამდე გასტანს.

პროგრამა

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სხდომათა დარბაზი)

 

არქივი