პროგრამა “ლოგოსი”

პროგრამა "ლოგოსი"

საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსი" დაარსდა 1996 წელს. იგი ფუნქციონირებს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე. მისი მიზანია საქართველოში ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის პროპაგანდა. ბერძნულ და ლათინურენოვანი ავტორების ნაწარმოებთა თარგმნა და მათი გამოცემა. ასევე სახელმძღვანელოების, საცნობარო და ენციკლოპედიური ლიტერატურის, ლექსიკონების, მონოგრაფიების შექმნა ისტიტუტის პროფილის დისციპლინებში. არსებობის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ორასზე მეტი წიგნის გამოცემა; მათ შორის აღსანიშნავია: პერიოდული საერთაშორისო ჟურნალი Phasis, ახალბერძნულ ქართული ლექსიკონი, ენციკლოპედია "ანტიკური კავკასია", ტ. I, ასევე, ინსტიტუტის პროფილის ყველა ძირითად საგანში ორიგინალური ქართული სახელმძღვანელო. ლოგოსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბერძნული და ლათინური ენებიდან თარგმნილი ლიტერატურის გამოცემას. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს 3 ტომად გამოცემული ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია, თანამედროვე ბერძნული პოეზიის ქრესტომათია, თანამედროვე ბერძნული პროზის ქრესტომათია; პინდაროსის, ციცერონის, ბერძენი ლირიკოსების, ელიანეს, კავაფისის, ელიტისის და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.

პროგრამა ლოგოსის კატალოგი