Phasis

ჟურნალი Phasis-ი გამოდის 1999 წლიდან. იგი წარმოადგენს ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალს, რომელიც ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ახალბერძნულ ენებზე აქვეყნებს ქართველი და უცხოელი მეცნიერების სტატიებს სიძველეთმცოდნეობასა და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სფეროში. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას შეადგენენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები.  Phasis-ი იგზავნება მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ცენტრში. დღემდე გამოცემულია ოცი ტომი. 

http://phasis.tsu.ge/