კლასიკური ენების მულტიფუნქციური ლექსიკონი

პროექტი მიზნად ისახავდა სამი წლის განმავლობაში შექმნილიყო ძველბერძნულ-ქართული და ლათინურ-ქართული ვრცელი 60000 – 65000 სიტყვის შემცველი ლექსიკონები, რაც განკუთვნილი იქნებოდა, როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე კლასიკური ენების შემსწავლელი სტუდენტებისთვის. ე.წ. ძირითად ლექსიკოგრაფიულ ნაწილს თან დაერთვის კლასიკური ენებიდან ქართულში შემოსული ტერმინების ნუსხა 20000 – 25000 ერთეულის შემცველი, რომელშიც მითითებულია არა მარტო მნიშვნელობა, არამედ ისიც, თუ როგორია ამ ტერმინის წარმოების მექანიზმი. ეს სპეციალისტთა ფართო წრეს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არა მარტო უკვე არსეუბლი ტერმინების გააზრების, არამედ ახალ ტერმინთა წარმოებისას. ასევე ლექსიკონს თან დაერთვის მრავალრიცხოვანი გრამატიკული სქემა ბრუნების, უღლების, მოდელების შემცველი და ა.შ., თანამედროვე კვლევის შედეგთა გათვალისწინებით ინფორმაცია ანტიკური ეპოქის ქრონოლოგიის, ზომა-წონის ერთეულების და ა.შ. ლექსიკონში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული არა მარტო უკვე არსებული ლექსიკონების, კლასიკური ტექსტების მონაცემები, არამედ უახლესი გამოკვლევების შედეგებიც. ეტიმოლოგიურ ნაწილში პირველად ბერძნული ეტიმოლოგიური ლექსიკონების შედგენის ისტორიაში სრულად არის ასახული ე.წ. წინაბერძნული მონაცემების ქართველურ ენებთან დაკავშირების მომხრეთა ჰიპოთეზები, ხოლო ე.წ. ონომასტიკურ ნაწილში კავკასიასთან დაკავშირებული ყველა საკუთარი სახელი.

პროექტის მონაწილეები:

პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რისმაგ გორდეზიანი.

მეცნიერ-თანამშრომლები:

ქეთევან აბესაძე – პედაგოგი. 

იამზე გაგუა - ასოცირებული პროფესორი.

თინათინ გიორგობიანი - ასოცირებული პროფესორი. 

მაია დანელია - ფილოლოგიის დოქტორი.

თეა დულარიძე - დოქტორანტი.

თამარ თარხნიშვილი – დოქტორანტი.

ეკატერინე კობახიძე - ასოცირებული პროფესორი.

ნანა ტონია - ასოცირებული პროფესორი. 

ეკატერინე გამყრელიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 

თამარ ჭეიშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.