ანტიკური კავკასია

ანტიკური კავკასია

ენციკლოპედია Caucasus Antiquus – ანტიკური კავკასია მიზნად ისახავს ანტიკური ეპოქის (ძვ.წ.  II ათას. – ახ.წ. V-VI სს.) კავკასიის შესახებ პირველი ყოვლისმომცველი ენციკლოპედიური სამეცნიერო ცნობარის მომზადებას.
ენციკლოპედია მოიცავს სტატიებს კავკასიასთან დაკავშირებულ ყველა ტერმინზე; კავკასიის შესახებ ძველი აღმოსავლური წყაროების (ხეთური, ასირიული, ურარტული, სპარსული) თარგმანებს ქართულ ენაზე, ბერძნულენოვანი (მიკენურიდან მოყოლებული გვიანანტიკურობის ჩათვლით) და ლათინურენოვანი წყაროების ტექსტებს ორიგინალისა და ქართულ ენებზე.
ენციკლოპედიაზე მუშაობაში ჩართული იყვნენ პროექტში მონაწილე ძირითადი და დამხმარე პერსონალის წევრები: ვალერი ასათიანი, ლევან გორდეზიანი, რისმაგ გორდეზიანი, ქეთევან გარდაფხაძე, ირინე გარაყანიძე, ირინე დარჩია, თეა დულარიძე,  მარიკა ერქომაიშვილი, თამარ თარხნიშვილი, ქეთევან ნადარეიშვილი, ზაზა ხინთიბიძე, გია ხომერიკი, თამარ ჯაფარიძე, თამარ ჭეიშვილი. ენციკლოპედიის ცალკეული სპეციფიკური სტატიების (ნუმიზმატიკის, ეპიგრაფიკის და სხვა სფეროებში) დასაწერად მოვიწვიეთ რამდენიმე სპეციალისტი: ნინო აბაკელია, ნიკოლოზ ალექსიძე, მაია დანელია, გიორგი დუნდუა, თედო დუნდუა, ვახტანგ ლიჩელი, გურამ ლორთქიფანიძე.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:

 პროფ. რისმაგ გორდეზიანი