ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში

ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში

საქართველოში საბერძნეთის საელჩოსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით 1996 წლიდან ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს პროგრამას "ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში". სხვადასხვა დროს პროგრამაში ჩართული იყო თბილისის, წალკის, ხაშურის, ახალციხისა და სამხრეთ საქართველოს, ბათუმის თვრამეტიდან ოც სკოლამდე. ჩვენი კურსდამთავრებულები ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლეთა (ს. შამანიდი, მ. ქამუშაძე, თ. ბაკურაძე) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, როგორც საქართველოში მცხოვრებ პონტოელ ბერძნებს, ასევე, ქართველ მოსწავლეებს ახალ ბერძნულ ენას სრული სასკოლო პროგრამით.