სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფები

სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფები

ანტიკური დრამის სტუდია "ოდეონი"

2005 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დრამატული წრე "ოდეონი", რომელიც გარდა ჩვენი სტუდენტებისა, სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც აერთიანებს. დრამწრემ სამი სპექტაკლი დადგა: ევრიპიდეს  "იფიგენია ავლისში", არისტოფანეს "ქალები სახალხო კრებაზე" და პლავტუსის "ფსევდოლუსი".
სტუდენტური დრამწრე "ოდეონის" ხელმძღვანელია თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორი ქალბატონი გულიკო ბუთხუზი, რომელიც სარეჟისორო ფაკულტეტის გარდა კლასიკური ფილოლოგიის კურსდამთავრებულიცაა და, შესაბამისად, კარგად იცნობს ამ დარგის ნიუანსებს. თითოეულ სპექტაკლზე რეჟისორთან მუშაობა სტუდენტებს საშუალებას აძლევდა უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ ანტიკურ ეპოქასა და ავტორებს.
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში დრამწრის – "ოდეონის" ჩამოყალიბებას წინ უძღოდა რამდენიმე წლის წინ ამავე ინსტიტუტში სწორედ ქალბატონ გულიკოს ხელმძღვანელობით ევრიპიდეს "ტროელი ქალების" დადგმა.
აღსანიშნია ის ფაქტი, რომ "ოდეონის" მიერ ევრიპიდეს "იფიგენია ავლისში" სრულად დაიდგა ტრაგედიის ორიგინალის ენაზე, რაც საქართველოში პირველი პრეცენდენტი იყო.

 

ორესტესი

2012 წლიდან ინსტიტუტს ახალი სპექტაკლი შეემატა. პროფესორმა ნანა ტონიამ თარგმნა და კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა მონაწილეობით დადგა ევრიპიდეს "ორესტესი" ქართულ ენაზე ანტიკური თეატრის ეფექტების გათვალისწინებით. სპექტაკლმა მაყურებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა.