იაკოვოს კაბანელესის პიესის ჩვენება

ორშაბათს, 27 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება თანამედროვე ბერძნული დრამატურგის იაკოვოს კაბანელისის ორი ერთმოქმედებიანი პიესის – "წერილი ორესტეს" და "სერობა" – ჩვენება. სპექტაკლში მონაწილეობენ თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტები. დამდგმელი რეჟისორი – გულიკო ბუთხუზი. სპექტაკლში გამოყენებული იქნება ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგის კოსტიუმები.
სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ახალ ბერძნულ ენაზე ქართული სუბტიტრების თანხლებით.

პროგრამა

მისამართი:

თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13, IV სართული, სააქტო დარბაზი.

ანდრეა შმიდტის მოხსენება

პარასკევს, 31 მაისს, 15:00 საათზე ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა შმიდტი (ქრისტიანული აღმოსავლეთის კათედრა) წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "სირიული ანბანის წარმოშობა, განვითარება და იდენტობა აღმოსავლეთში არამეელ ქრისტიანთა შორის განხილული კავკასიური ალფაბეტების ისტორიულ კონტექსტში".

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13, II სართული, 220-ე ოთახი.

თეოფრასტოსი “ხასიათები” – პრეზენტაცია

 

2013 წლის 25 მაისს  შედგება წიგნის პრეზენტაცია, თეოფრასტოსი ხასიათები. თარგმანი და ილუსტრაციები შესრულებულია კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა მიერ.

დასაწყისი 18 საათზე
მისამართი:
ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი N 220
 
 

ქართულ-ბერძნული ფესტივალი “ოქროს საწმისი” – დახურვა

 

15 მაისს 17:00 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში შედგება ქართულ-ბერძნული ფესტივალის – „ოქროს საწმისი“ დახურვა. 
პროექტს – ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“ დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის წარმოგიდგენთ ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზია და  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური  ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის   ინსტიტუტის განვითარების  ფონდი.
„ოქროს საწმისი“ ემსახურება ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო  სივრცეში. ზემოხსენებული ფესტივალის ფარგლებში უკვე მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კერძოდ, კონკურსები ლიტერატურასა და პოეზიაში, ხატვასა და ძერწვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აგრეთვე დაიდგა თეატრალური წარმოდგენები, ჩატარდა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში.
ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით.

მისამართი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტი, თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი