ინსტიტუტის დღე

 
2013 წლის 25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს ინსტიტუტის დღეს. 
 
პროგრამა
 
15:00 სთ. – სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
სხდომის თავმჯდომარეები: პროფ. რუსუდან ცანავა, პროფ. თინა დოლიძე
 
მომხსენებლები:
 
ალექსანდრე ჩხეიძე – კლასიკური ფილოლოგია, I კ.
ადამიანის წარმოშობის ბიბლიური და მეცნიერული თვალსაზრისის შედარებითი ანალიზისათვის (ხელმძღ.: პროფ. რ. გორდეზიანი)
 
მარიამ კალაძე – კლასიკური ფილოლოგია, I კ.
პერიკლესის პერიოდის ათენური დემოკრატია და ინტელექტუალი (ხელმძღვ.: პროფ. ნ. ტონია)
 
გვანცა ფოფხაძე – კლასიკური ფილოლოგია, III კ.
სამსახოვანი ჰეკატე და რიტუალური ცეკვა (ხელმძღ.: პროფ. რ. ცანავა)
 
ანა ქირია – ფილოსოფია, I კ.
მყისიერი შესაქმე (ხელმძღვ.: ასისტ. პროფ. თ. აფციაური)
 
 
17: 00 სთ. – ინსტიტუტის დღის პლენარული სხდომა
შესავალი სიტყვა – ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფ. რისმაგ გორდეზიანი
უმნიშვნელოვანეს მოვლენათა პანორამა – ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დოქტ. მაია დანელია
"ლოგოსის" ახალი გამოცემები – ასოც. პროფ. ირინე დარჩია
სტუდენტთა დაჯილდოება – სრული პროფ. სოფიო შამანიდი
ინსტიტუტის ვებ-გვერდის პრეზენტაცია – საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო მღებრიშვილი
სცენები პლავტუსის კომედიიდან "ამფიტრიონი" – დადგმა გულიკო ბუთხუზის (მონაწილეობენ ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები).
 
მისამართი:
ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220.
 

პროფესორ ტიმო შტიკლერის მოხსენება

 
2013 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე მოხსენებები სემინარები  პრეზენტაციები-ს ფარგლებში  იენის (გფრ) სიძველეთმცოდნეობის  ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტიმო შტიკლერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "რომის იმპერია, როგორც საფრთხე ჰუნების საბრძოლო კოალიციის ერთიანობისათვის".
 
მისამართი:
თსუ VIII კორპუსის 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13)
იწარმოებს სინქრონული თარგმანი