ფილოსოფიის, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სტუდენტების, ლექტორებისა და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ!

გიწვევთ საჯარო მოხსენება-სემინარებზე პლატონიზმის თემებზე, რომელსაც ჩაატარებს

ქ. პალერმოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი

 ანდრეა ლე მოლი (Andrea Le Moli).

 

ყველა შეხვედრა ჩატარდება  თსუ VIII კორპუსში, II სართულზე, 220- აუდიტორიაში,

ნეოგრეცისტების ბიბლიოთეკაში. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2-3 საათია.

 

მოხსენება-სემინარების სათაურები (რიგითი მიმდევრობით) ასეთია:

4 ნოემბერი, 16:00 სთ.

პლატონის მეტა-ფიზიკა: ხატის ონტოლოგია „ტიმაიოსში“ [Plato’s Physics of Meta. The Ontology of the Image in the Timaeus]

6 ნოემბერი, 16:00 სთ.

მატერიის თეორია ნუმენიოს აპამეელთან? [A theory of Matter in Numenius of Apamea?]

7 ნოემბერი, 14:00 სთ.

ნეგატიური თეოლოგია და ლათინური ტრადიცია გვიანანტიკურ პლატონიზმში: ქალკიდიუსის შემთხვევა [Theologia Negativa and Latin Tradition in Late-Ancient Platonism: The Calcidius’ Case]

9 ნოემბერი, 16:00 სთ.

ხატი და ასლი პლატონიზმის ფრანგულ დეკონსტრუქციაში [Image and Copy in French Deconstruction of Platonism]

 

 

მოხსენება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მსურველებს დაურიგდებათ მოხსენების ტექსტების ქართული თარგმანი.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!

 

დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის” პრეზენტაცია

Untitled

10 ოქტომბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის" პრეზენტაცია.

საპატიო სტუმრად მოწვეულია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი კოსტას დიმადისი.

წიგნი გამოდის სერიით ,,ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა". სერიის რედაქტორია სოფიო შამანიდი. რედაქტორები არიან მარიამ წიკლაური და სვეტლანა ბერიკაშვილი. მთარგმნელი – მაია კაკაშვილი.

წიგნი გამოსცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამამ "ლოგოსი".

გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის როლფ შრადეს ფოტოგამოფენა: „ხევსურეთი – 1960-1977-2012 წარსული და აწმყო“

Untitled

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ი. ჭავჭავაძის №1 თსუ პირველი კორპუსი, მე-3 სართული,  2015 წლის 12 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე გაიხსნება გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის როლფ შრადეს ფოტოგამოფენა:“.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

 

 

Am 12.Oktober 2015, 16:00 Uhr wird eine Fotoausstellung des Kunstwissenschaftlers, des Vorsitzenden der Berliner Georgischen Gesellschaft – Rolf Schrade „Chewsuretien -1960-1977-2012 Vergangenheit und Gegenwart“ im  Gebäude I, 3. Stock, im Ausstellungssaal des Museums der Dschawachischwili Universität Tbilisi, Tschawtschawadse №1, eröffnet.  

Wir würden uns über Ihre Anwesenheit sehr freuen.