კონკურსი Victoria

კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს  წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის. 

კონკურსი Victoria

კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს  წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის. 

კონკურსი VICTORIA ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

აცხადებს

კ ო ნ კ უ რ ს ს

 

V  I  C  T  O  R  I  A

ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

 

კონკურსი გაიმართება2021 წლის 27 ივლისს 12 საათზე, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. 

ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება სამ და ერთდღიანი მოგზაურობებით საქართველოში, მომდევნო ორ ადგილზე გასულებს კი გადაეცემათ ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის “ლოგოსის” ვაუჩერები “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვა პრიზები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს (შედარებით რთული ტესტებით კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის). 

ლათინურ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალის და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან:

კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნიდან: ლ.ბერძენიშვილი, მ.ფხაკაძე. ლათინური ენა. თბილისი, 1984.

სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს: ი.გაგუა. Lingua Latina. თბ., 2020. 

ძველ ბერძნულ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალისა და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან: 

კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე.ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999; მ. მჭედლიძე.Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.

სხვა ფაკულტეტების, კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის I კურსის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე. ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999 (30 პარაგრაფი); მ. მჭედლიძე. Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.

ტესტები შედგება 7 კითხვისაგან: 7 სენტენცია, სენტენციის გამოცნობა, საერთაშორისო ტერმინოლოგია, მცდარი ფორმის გასწორება, სინტაქსური კონსტრუქციის გამოყენება, თარგმანი ქართულიდან ძველ ბერძნულ/ლათინურ, და ძველი ბერძნულიდან/ლათინურიდან ქართულ ენებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:

(ა) პირადობის მოწმობის ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ელექტრონული ასლი;

(ბ) შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

საბუთები მიიღება 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. შევსებული ელექტრონული განაცხადი და საბუთები, ასევე, კითხვები შეგიძლიათ, გაგზავნოთ ელ. მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ტესტების ნიმუშებს გაეცნონ შემდეგ საიტზე: http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287 ან www.greekstudies.tsu.ge.