დიონისიოს ვარელასი

დიონისიოს ვარელასი

2006 წელს კონკურსის შედეგად კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიხსნა ბიზანტიური ფილოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც სთავაზობს სტუდენტს სამსაფეხურიან განათლებას _ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე.  დეპარტამენტის მუშაობაში დაკავებულია ხუთი  პროფესორი და ერთი მდივან-რეფერენტი: ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თინა დოლიძე, მოწვეული პროფესორები: ასოც. პროფ. მაგდა მჭედლიძე, ასოც. პროფ. გვანცა კოპლატაძე, ასისტ. პროფ. თამარ აფციაური, ასისტ. პროფ. ქეთევან აბესაძე, მდივან-რეფერენტი მაია კაკაშვილი. ბიზანტიური ფილოლოგიის დეპარტამენტს დაფუძნებისთანავე სპონსორობას  უწევს საბერძნეთის დიონისიოს ვარელასის ფონდი,  რომლის ფინანსურ ბაზაზე მოქმედებს სასწავლო-სამეცნიერო პროგრამა „დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის საქართველოში. ფონდი აფინანსებს სასწავლო პროცესს სწავლის სამივე საფეხურზე, აგრეთვე უზრუნველყოფს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სწავლის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. ფონდის ფინანსურ ბაზაზე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამომცემლობა „ლოგოსში“ ხორციელდება ბიზანტინისტიკის დარგში სამეცნიერო და სასწავლო ხასიათის პუბლიკაციები.