ახალბერძნულ – ქართული ლექსიკონი

ახალბერძნულ-ქართული ლექსიკონი

ინსტიტუტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების თანამშრომელთა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, მომზადდა და 2009 წელს გამოიცა ახალბერძნულ-ქართული ლექსიკონი, პროფესორ სოფიო შამანიდის ხელმძღვანელობით. ლექსიკონი 45 000 ლემას მოიცავს. ლექსიკონში შესულია ყველა ის სიტყვა, რომელიც დღეს მეტ-ნაკლები სიხშირით გამოიყენება ახალბერძნულ – როგორც ლიტერატურულ, ასევე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მას თან ერთვის გრამატიკული მასალის ამსახველი ცხრილები, აბრევიატურები და ტოპონიმები, ასევე ვრცელი შესავალი სტატია ბერძნული ენის ისტორიისა და გრამატიკული სტრუქტურის შესახებ. 2012 წელს ამავე ლექსიკონის შემოკლებული ვერსია გამოიცა, ე. წ. “მცირე ახალბერძნულ-ქართული ლექსიკონი”, რომელიც დაახლოებით 30 000 ერთეულამდეა დაყვანილი. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც საქართველოში მცხოვრებ ბერძნული ენის შესწავლის მსურველთათვის, ასევე საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

პროექტის მონაწილეები:

პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი სოფიო შამანიდი.
მეცნიერ-თანამშრომლები:
თეა გამრეკელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
თეა გაფრინდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.   
ირინე დარჩია, ასოცირებული პროფესორი.  
მაკა ქამუშაძე, ასისტენტ-პროფესორი.
ანი ჩიქოვანი,  ასოცირებული პროფესორი.
სვეტლანა ბერიკაშვილი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
მედეა მეტრეველი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი..