ავტორის არქივი: greekstd
საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2021 წლის 22–24 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“.
კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეძღვნება სამ მნიშვნელოვან თარიღს: ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს, მის მიერ დაარსებული კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავსა და საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობს 96 მომხსენებელი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და ხუთი კონტინენტიდან – ევროპა, აზია, ავსტრალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (ავსტრალია, ავსტრია, არგენტინა, აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კანადა, კოლუმბია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვენია, შვედეთი).
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება გრიგოლ წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობას, სიძველეთმცოდნეობის და ბიზანტინისტიკის აქტუალურ პრობლემებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს და საქართველოს ურთიერთობებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს რეცეფციას და სხვ.
კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას,ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.
კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 14.00 საათზე.კონფერენციის გახსნის ცერემონია წარიმართება ინგლისურად.
კონკურსი Victoria
კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის.
კონკურსი Victoria
კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის.
კონკურსი VICTORIA ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
აცხადებს
კ ო ნ კ უ რ ს ს
V I C T O R I A
ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში
კონკურსი გაიმართება2021 წლის 27 ივლისს 12 საათზე, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება სამ და ერთდღიანი მოგზაურობებით საქართველოში, მომდევნო ორ ადგილზე გასულებს კი გადაეცემათ ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის “ლოგოსის” ვაუჩერები “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვა პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს (შედარებით რთული ტესტებით კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის).
ლათინურ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალის და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან:
კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნიდან: ლ.ბერძენიშვილი, მ.ფხაკაძე. ლათინური ენა. თბილისი, 1984.
სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს: ი.გაგუა. Lingua Latina. თბ., 2020.
ძველ ბერძნულ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალისა და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან:
კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე.ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999; მ. მჭედლიძე.Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.
სხვა ფაკულტეტების, კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის I კურსის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე. ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999 (30 პარაგრაფი); მ. მჭედლიძე. Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.
ტესტები შედგება 7 კითხვისაგან: 7 სენტენცია, სენტენციის გამოცნობა, საერთაშორისო ტერმინოლოგია, მცდარი ფორმის გასწორება, სინტაქსური კონსტრუქციის გამოყენება, თარგმანი ქართულიდან ძველ ბერძნულ/ლათინურ, და ძველი ბერძნულიდან/ლათინურიდან ქართულ ენებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:
(ა) პირადობის მოწმობის ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ელექტრონული ასლი;
(ბ) შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.
საბუთები მიიღება 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. შევსებული ელექტრონული განაცხადი და საბუთები, ასევე, კითხვები შეგიძლიათ, გაგზავნოთ ელ. მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ტესტების ნიმუშებს გაეცნონ შემდეგ საიტზე: http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287 ან www.greekstudies.tsu.ge.
სტუდენტთა VII ყოველწლიური კონფერენცია-ანტიკურობის თანამედროვეობა
თანამშრომლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან
ცხადდება სტატიების მიღება პერიოდული კრებულისათვის „მ ნ ე მ ო ს ი ნ ე”
ცხადდება სტატიების მიღება პერიოდული კრებულისათვის
„მ ნ ე მ ო ს ი ნ ე"
(სტუდენტთა შრომები ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში)
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პერიოდულ კრებულში – „მნემოსინე" იბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომები კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დარგებში, ასევე – თარგმანები ძველი ბერძნული, ლათინური და ახალი ბერძნული ენებიდან.
სამეცნიერო შრომები სარედაქციო კოლეგიის მიერ შეირჩევა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებებიდან. იბეჭდება აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებთან თანამშრომლობით შესრულებული სტუდენტთა გამოკვლევებიც. თარგამანები მიიღება დარგის სპეციალისტთა წარდგინებით.
სტატიას თან უნდა ერთვოდეს ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია და უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.
სტატიების გაგზავნა შესასძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mnemosyne@tsu.ge
სტატიის გაფორმების წესი:
პუბლიკაციის ენა – ქართული ან ინგლისური
I გვერდი- ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები
საკვანძო სიტყვები (3-5)
აბსტრაქტი ( ინგლისურად) – 100-250 სიტყვა
II გვერდი- სტატიის სათაური
შრიფტის ზომა- 11
ფურცლის ზომა- A4
მინდორი– ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ
დაშორება სტრიქონებს შორის- 1,5 სმ
ფონტი- Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის)
Unicode (ბერძნულისთვის)
გვერდები – ინომრება გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში
შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10)
ბიბლიოგრაფია – ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიურად, სტატიის ბოლოს.
ციტირების სტილი:
ანტიკური ხანის ავტორთა ციტირება:
ავტორების სახელთა და ნაწარმოებების სახელწოდებათა შემოკლებების წესი ემყარება გამოცემას: Greek-English
http://www.stoa.org/
მაგალითები:
Eur. Supp. 187-90.
Thuc. 1.80.2.
Arist. Poet. 1452a15-1453b10.
Ar. Ran. 435-37.
Il. 6.354-58.
ბიბლიოგრაფია (ბ) და სქოლიოები (ს):
ნიმუშები
წიგნი
ა) ერთი ავტორი
(ბ) გორდეზიანი, რისმაგ. 1988. ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი I. თბილისი: მერანი.
Braund, David. 1994. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Oxford: Clarendon Press.
(ს) გორდეზიანი 1988, 59-60.
Braund 1994, 115-16.
ბ) ორი ან მეტი ავტორი
(ბ) ტონია, ნანა და ქეთი ნადარეიშვილი. 2003. პენელოპე. ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბილისი: ლოგოსი.
Payne, Blanche, Geitel Winakor and Jane Farrell-Beck. 1992. The History of Costume: From the Ancient Mesopotamians Through the Twentieth Century. New York: Harper Collins.
(ს) ტონია და ნადარეიშვილი 2003, 23-28.
Payne, Winakor and Farrell-Beck 1992, 455-59.
გ) რედაქტორი
(ბ) გორდეზიანი, რისმაგ და ნანა ტონია, რედ. 2007. ანტიკური ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.
Pabel, Hilmar M. and Mark Vessey, eds. 2002. Holy Scripture Speaks: The Production and Reception of Erasmus’ Paraphrases on the New Testament. Toronto: University of Toronto Press.
(ს) გორდეზიანი და ტონია 2007, 213-14.
Pabel and Vessey 2002, 175-80.
სტატია
ა) პერიოდულ გამოცემაში
(ბ) ბეზარაშვილი, ქეთევან. 2005. „იოანე პატრიწის ე. წ. ბოლოსიტყვაობის ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის: „მეარისტოტელურა.“ ლოგოსი.
Price, Simon. 2012. “Religious Mobility in the Roman Empire.” Journal of Roman Studies 102: 1-19.
(ს) ბეზარაშვილი 2005, 10-13.
Price 2012, 5-12.
ბ) სტატიათა კრებულში
(ბ) ალექსიძე, ზაზა. 2000. “ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი.“ ΜΝΗΜΗ. ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. რედ. რისმაგ გორდეზიანი, 10-24. თბილისი: ლოგოსი.
Louth, Andrew. 2009. “The Reception of Dionysius in the Byzantine World: Maximus to Palamas.” In Re-Thinking Dionysius the Areopagite, edited by Sarah Coakley and Charles M. Stang, 55-69. Oxford: Wiley-Blackwell.
(ს) ალექსიძე 2000, 15.
Louth 2009, 63.
გ) კონფერენციის მასალებში
(ბ) მჭედლიძე, მაგდა. 2011. „ღვთაებრივი მრისხანება და ეშმაკეული რისხვა“. მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება. ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სიმპოზიუმის – ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები- მასალები. ნაწილი II: 427-39. თბილისი :ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.
Oettinger, Norbert. 2008. “The Seer Mopsos (Muksas) as a Historical Figure.” In Anatolian Interfaces.Hittites, Greeks and their Neighbours. Proceedings of an International Conference on Cross-Cultural Interaction, edited by Billie Jean Collins, Mary R. Bachvarova and Ian Rutherford, 63-66. Oxford: Oxbow Books.
(ს) მჭედლიძე 2011, 430-31.
Oettinger 2008, 65.
დისერტაცია
(ბ) Marthaler, Berard Lawrence. 1968. “Two Studies in the Greek Imperial Coinage of Asia Minor.” PhD diss., University of Minnesota.
(ს) Marthaler 1968, 55.
წიგნის მიმოხილვა
(ბ) Crawford, Michael . 1989. Rev. of A.M. Burnett, Coinage in the Roman World. In Numismatic Chronicle 149, 244-45.
(ს) Crawford 1989, 244.
ელექტრონული მასალა
(ბ) Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn [book on- line]. Cambridge, MA: MIT Press, 1995, accessed 29 September 1995;
http://www-mitpress. mit.edu:
(ს) Mitchell 1995.
საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
25 მარტს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საბერძნეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას გამართავს – საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ მთავარ ოფიციალურ ღონისძიებას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ზუმის პლატფორმის საშუალებით.
Meeting ID: 926 5195 1697
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე გახსნის. საბერძნეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების მისალმებების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება ბერძნული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებულ მოხსენებას მოისმენს, სტუდენტები პირველად წარმოადგენენ ქართველი ახალგაზრდების ორი საუკუნის წინანდელ მხარდამჭერ წერილს ბერძენი აჯანყებულებისადმი. ღონისძიების ბოლოს, სტუდენტთა ესსეების კონკურსის „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“
VII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“
კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს VII ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას – ანტიკურობის თანამედროვეობა, რომელიც გაიმართება 2021 წლის 3–4 ივნისს, ონლაინ ფორმატში (პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს და შემდეგ თემას: „სიკვდილი და თავისუფლება ბერძნულ ლიტერატურაში“.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი; დისკუსია – 10 წუთი.
თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 30 აპრილამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: classics.tsu@gmail.com. თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.
საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.