პერიოდული კრებული "მნემოსინე"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პერიოდულ კრებულში – მნემოსინე იბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომები კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დარგებში, ასევე – თარგმანები ძველი ბერძნული, ლათინური და ახალი ბერძნული ენებიდან.
სამეცნიერო შრომები სარედაქციო კოლეგიის მიერ შეირჩევა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებებიდან. იბეჭდება აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებთან თანამშრომლობით შესრულებული სტუდენტთა გამოკვლევებიც. თარგმანები მიიღება დარგის სპეციალისტთა წარდგინებით.
კრებულში ადგილი ეთმობა სტუდენტური ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველ ქრონიკებსაც.
Mnemosine 4, 2009-2011
Mnemosine 3, 2008
Mnemosine 2, 2006
Mnemosine 1, 2004