კონკურს VICTORIA-ს შედეგები

2012 წლის 23 ივლისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა კონკურსი VICTORIA, ლათინურ ენაში. მონაწილეობის მიღების მსურველი 15 კონკურსანტიდან კონკურსზე გამოვიდა 10 სტუდენტი, რომელთაგან გამარჯვება მოიპოვა ხუთმა. გამარჯვებული სტუდენტები: სალომე ნოზაძე, ლელა ხვედელიძე, ანა ჯანიკაშვილი,  ქრისტინე აბრამიანი და ხატია მიქელაძე დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და სხვადასხვა ჯილდოებით. უმაღლესი ქულების მფლობელ სამ პრიზიორს გადაეცა ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობის საგზური, მეოთხე და მეხუთე პრიზიორებს, შესაბამისად, 150 და 100 ლარის წიგნადი ვაუჩერები.

კონკურსი VICTORIA 2012

2012 წლის 23 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება კონკურსი VICTORIA.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 13

თსუ VIII კორპუსი

აუდიტორია 220, II სართული

ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ 2012 წლის კონკურსის ანონსი.

“ინსტიტუტის დღეები”

2012 წლის 26-30 ივნისს გაიმართება საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეები.

ღონისძიებების განრიგისა და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

საერთაშორისო კონფერენცია

საბერძნეთ–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლის იუბილესა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავთან დაკავშირებით საბერძნეთის საელჩო საქართველოში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, 26-30 ივნისს ატარებენ საერთაშორისო კონფერენციას „საბერძნეთი – ევროპული იდენტობა – საქართველო“.

მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. 13

თსუ VIII კორპუსი

სამუშაო ენები: ქართული, ბერძნული, ინგლისური

იხილეთ ბმული

 

ექსპედიცია საბერძნეთში

2015 წლის 20-27 აპრილს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აწყობს შემეცნებით ტურს საბერძნეთში. ტურის ღირებულებაა 610 ევრო. ღირებულებაში შედის ავიაბილეთი, 6 დღე-ღამე ათენში, ნავპლიოსა და დელფოსში, ორჯერადი კვება და ექსკურსიები. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამას.

გთხოვთ, მსურველები დაუკავშირდეთ მაკა ქამუშაძეს 25 იანვრამდე ტელეფონის ნომერზე: 599 15 60 90.