Gootloader infection cleaned up

Dear blog owner and visitors,

This blog had been infected to serve up Gootloader malware to Google search victims, via a common tactic known as SEO (Search Engine Optimization) poisioning. Your blog was serving up 61 malicious pages. Your blogged served up malware to 227 visitors.

I tried my best to clean up the infection, but I would do the following:

  • Upgrade WordPress to the latest version (one way the attackers might have gained access to your server)
  • Upgrade all WordPress themes to the latest versions (another way the attackers might have gained access to your server)
  • Upgrade all WordPress plugins (another way the attackers might have gained access to your server), and remove any unnecessary plugins.
  • Verify all users are valid (in case the attackers left a backup account, to get back in)
  • Change all passwords (for WordPress accounts, FTP, SSH, database, etc.) and keys. This is probably how the attackers got in, as they are known to brute force weak passwords
  • Run antivirus scans on your server
  • Block these IPs (5.8.18.7 and 89.238.176.151), either in your firewall, .htaccess file, or in your /etc/hosts file, as these are the attackers command and control servers, which send malicious commands for your blog to execute
  • Check cronjobs (both server and WordPress), aka scheduled tasks. This is a common method that an attacker will use to get back in. If you are not sure, what this is, Google it
  • Consider wiping the server completly, as you do istanbul escort not know how deep the infection is. If you decide not to, I recommend installing some security plugins for WordPress, to try and scan for any remaining malicious files. Integrity Checker, WordPress Core Integrity Checker, Sucuri Security,
    and Wordfence Security, all do some level of detection, but not 100% guaranteed
  • Go through the process for Google to recrawl your site, to remove the malcious links (to see what malicious pages there were, Go to Google and search site:your_site.com agreement)
  • Check subdomains, to see if they were infected as well
  • Check file permissions

Gootloader (previously Gootkit) malware has been around since 2014, and is used to initally infect a system, and then sell that access off to other attackers, who then usually deploy additional malware, to include ransomware and banking trojans. By cleaning up your blog, it will make a dent in how they infect victims. PLEASE try to keep it up-to-date and secure, so this does not happen again.

Sincerly,

The Internet Janitor

Below are some links to research/further explaination on Gootloader:

https://news.sophos.com/en-us/2021/03/01/gootloader-expands-its-payload-delivery-options/

https://news.sophos.com/en-us/2021/08/12/gootloaders-mothership-controls-malicious-content/

https://www.richinfante.com/2020/04/12/reverse-engineering-dolly-wordpress-malware

https://blog.sucuri.net/2018/12/clever-seo-spam-injection.html

This message

საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კონფერენცია – ნეოგრეცისტიკა საქართველოში – 4

 
საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კონფერენცია – ნეოგრეცისტიკა საქართველოში – 4
 
კონფერენცია ტარდება 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და ეძღვნება ჩვენი საყვარელი კოლეგის, საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის დამფუძნებლის, მაკა ქამუშაძის ხსოვნას
 
Συνέδριο της Εταιρείας Νεοελληνιστών της Γεωργίας – ΝΕΟΕΛΛΗΝΙΚΕΣ ΣΠΟΥΔΕΣ ΣΤΗ ΓΕΩΡΓΙΑ – 4
 
Το συνέδριο οργανώνεται στο πλαίσιο των εορταστικών εκδηλώσεων για τα 200 χρόνια από την Ελληνική Επανάσταση του 1821 και αφιερώνεται στη μνήμη της αγαπημένης μας συναδέλφου, Μάκας Καμουσάτζε, Ιδρύτριας της Εταιρείας Νεοελληνιστών της Γεωργίας.
 
მიბმულ ფაილში იხილეთ კონფერენციის პროგრამა/ Δείτε το πρόγραμμα στο συννημένο αρχείο
 

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2021 წლის 2224 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“

კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეძღვნება სამ მნიშვნელოვან თარიღს: ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს, მის მიერ დაარსებული კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავსა და საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს. 

კონფერენციაში მონაწილეობს 96 მომხსენებელი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და ხუთი კონტინენტიდან – ევროპა, აზია, ავსტრალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (ავსტრალია, ავსტრია, არგენტინა, აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კანადა,  კოლუმბია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვენია, შვედეთი). 

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება გრიგოლ წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობას, სიძველეთმცოდნეობის და ბიზანტინისტიკის აქტუალურ პრობლემებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს და საქართველოს ურთიერთობებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს რეცეფციას და სხვ. 

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას,ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას. 

კონფერენციის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 14.00 საათზე.კონფერენციის გახსნის ცერემონია წარიმართება ინგლისურად. 

პროგრამა

კონკურსი Victoria

კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს  წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის. 

კონკურსი Victoria

კონკურსი “Victoria” გადაიდო სექტემბრისთვის.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის #359 დადგენილებით გამოცხადებული რეგულაციების გამო, რომლებიც ზღუდავენ სამეცნიერო ხასიათის შეხვედრებს  წინასწარი PCR ტესტირების გარეშე, გადაწყდა კონკურსის გადადება სექტემბრისათვის. 

კონკურსი VICTORIA ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

აცხადებს

კ ო ნ კ უ რ ს ს

 

V  I  C  T  O  R  I  A

ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში

 

კონკურსი გაიმართება2021 წლის 27 ივლისს 12 საათზე, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. 

ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება სამ და ერთდღიანი მოგზაურობებით საქართველოში, მომდევნო ორ ადგილზე გასულებს კი გადაეცემათ ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის “ლოგოსის” ვაუჩერები “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვა პრიზები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს (შედარებით რთული ტესტებით კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის). 

ლათინურ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალის და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან:

კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნიდან: ლ.ბერძენიშვილი, მ.ფხაკაძე. ლათინური ენა. თბილისი, 1984.

სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს: ი.გაგუა. Lingua Latina. თბ., 2020. 

ძველ ბერძნულ ენაშიკონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ გრამატიკული მასალისა და სენტენციების ცოდნა შემდეგი სახელმძღვანელოებიდან: 

კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე.ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999; მ. მჭედლიძე.Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.

სხვა ფაკულტეტების, კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის I კურსის სტუდენტებს წიგნებიდან: ქ.აბესაძე. ძველი ბერძნული ენა.თბ., 1999 (30 პარაგრაფი); მ. მჭედლიძე. Πολιτεία. ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის. თბ., 2012; ა. ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.

ტესტები შედგება 7 კითხვისაგან: 7 სენტენცია, სენტენციის გამოცნობა, საერთაშორისო ტერმინოლოგია, მცდარი ფორმის გასწორება, სინტაქსური კონსტრუქციის გამოყენება, თარგმანი ქართულიდან ძველ ბერძნულ/ლათინურ, და ძველი ბერძნულიდან/ლათინურიდან ქართულ ენებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:

(ა) პირადობის მოწმობის ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ელექტრონული ასლი;

(ბ) შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე.

საბუთები მიიღება 14 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით. შევსებული ელექტრონული განაცხადი და საბუთები, ასევე, კითხვები შეგიძლიათ, გაგზავნოთ ელ. მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ტესტების ნიმუშებს გაეცნონ შემდეგ საიტზე: http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287 ან www.greekstudies.tsu.ge.

სტუდენტთა VII ყოველწლიური კონფერენცია-ანტიკურობის თანამედროვეობა

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 3-4 ივნისს გაიმართება სტუდენტთა VII ყოველწლიური კონფერენცია-ანტიკურობის თანამედროვეობა.
 
კონფერენცია ეძღვნება საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს. 
 
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით:
 
Meeting ID: 941 8391 7055
 

თანამშრომლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან

თანამშრომლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს ონლაინ ტრენინგს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის.
ტრენინგი უფასოა, ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მასწავლებლებს.
ტრენინგის თემა: შესავალი ანტიკურ ლიტერატურაში.
ტრენინგი დაიწყება 2021 წლის 6 მაისს და გაგრძელდება ოთხი კვირა (სულ: 12 საათი). ტრენინგი ჩატარდება ყოველ სამშაბათს (20.00-21.00 სთ.) და ხუთშაბათს (18.00-20.00 სთ.).
ტრენერი: გიორგი უგულავა, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, სამი მონოგრაფიის ავტორი და ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი/ისტორიის ექსპერტი.
ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და მომავალში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ კონფერენციებში, გამოფენებში, კონკურსებში, მოსწავლეთა ტრადიციულ ფესტივალში „ოქროს საწმისი“, რომელთა გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.
ტრენინგის კოორდინატორი: ირინე დარჩია, თსუ ასოცირებული პროფესორი, ერაზმუს პლუსის ეროვნული ოფისის უმაღლესი განათლების ექსპერტი
(შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში: irine.darchia@tsu.ge, 599 54 15 64).
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია 4 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე:
 
ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების შესახებ თანდართულ ვიდეო კლიპში გვესაუბრება თავად ტრენერი, გიორგი უგულავა.
 

ცხადდება სტატიების მიღება პერიოდული კრებულისათვის „მ ნ ე მ ო ს ი ნ ე”

ცხადდება სტატიების მიღება პერიოდული კრებულისათვის

„მ ნ ე მ ო ს ი ნ ე"

(სტუდენტთა შრომები ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში)

 

 სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პერიოდულ კრებულში – „მნემოსინე" იბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომები კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დარგებში, ასევე – თარგმანები ძველი ბერძნული, ლათინური და ახალი ბერძნული ენებიდან.

 

სამეცნიერო შრომები სარედაქციო კოლეგიის მიერ შეირჩევა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებებიდან. იბეჭდება აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებთან თანამშრომლობით შესრულებული სტუდენტთა გამოკვლევებიც.  თარგამანები მიიღება დარგის სპეციალისტთა წარდგინებით.

 

სტატიას თან უნდა ერთვოდეს ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია და უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

 

სტატიების გაგზავნა შესასძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mnemosyne@tsu.ge

 

 

 

სტატიის გაფორმების წესი:

 

პუბლიკაციის ენა – ქართული ან ინგლისური

I გვერდი- ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები

                     საკვანძო სიტყვები (3-5)

                     აბსტრაქტი ( ინგლისურად) – 100-250 სიტყვა

II გვერდი- სტატიის სათაური

 

შრიფტის ზომა- 11

ფურცლის ზომა- A4

მინდორი– ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ

დაშორება სტრიქონებს შორის- 1,5 სმ

ფონტი- Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის)

               Unicode (ბერძნულისთვის)

      

გვერდები – ინომრება გვერდის  მარჯვენა ზედა კუთხეში

შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10)

ბიბლიოგრაფია – ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიურად, სტატიის ბოლოს.

ციტირების სტილი:

ანტიკური ხანის ავტორთა ციტირება:

ავტორების სახელთა და ნაწარმოებების  სახელწოდებათა შემოკლებების წესი  ემყარება გამოცემას:  Greek-English Lexicon. 1996. Compiled by Henry George Liddell and Robert Scott (LSJ). Oxford:Oxford University Press.

http://www.stoa.org/abbreviations.html

მაგალითები:

Eur. Supp. 187-90.

Thuc. 1.80.2.

Arist. Poet. 1452a15-1453b10.

Ar. Ran. 435-37.

Il.  6.354-58.

ბიბლიოგრაფია (ბ)  და სქოლიოები (ს):

ნიმუშები

წიგნი

ა) ერთი ავტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ. 1988. ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი I. თბილისი: მერანი.

Braund, David. 1994. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Oxford: Clarendon Press.

(ს) გორდეზიანი 1988, 59-60.

Braund 1994, 115-16.

 

ბ) ორი ან მეტი ავტორი

(ბ) ტონია, ნანა და ქეთი ნადარეიშვილი. 2003. პენელოპე. ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბილისი: ლოგოსი.

Payne, Blanche, Geitel Winakor and Jane Farrell-Beck. 1992. The History of Costume: From the Ancient Mesopotamians Through the Twentieth Century. New York: Harper Collins.

(ს) ტონია და ნადარეიშვილი 2003, 23-28.

Payne, Winakor and Farrell-Beck 1992, 455-59.

 გ) რედაქტორი

 

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ და  ნანა ტონია, რედ. 2007. ანტიკური ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.

 

 Pabel, Hilmar M. and Mark Vessey, eds. 2002. Holy Scripture Speaks: The Production and Reception of Erasmus’ Paraphrases on the New Testament. Toronto: University of Toronto Press.

(ს) გორდეზიანი და ტონია  2007, 213-14.

 Pabel and Vessey 2002, 175-80.

 სტატია

ა)  პერიოდულ გამოცემაში

 

(ბ) ბეზარაშვილი, ქეთევან. 2005. „იოანე პატრიწის ე. წ. ბოლოსიტყვაობის ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის: „მეარისტოტელურა.“ ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში  3: 17-43.

Price, Simon. 2012. “Religious Mobility in the Roman Empire.” Journal of Roman Studies 102: 1-19.

(ს) ბეზარაშვილი 2005, 10-13.

Price 2012, 5-12.

ბ)  სტატიათა კრებულში

 (ბ) ალექსიძე, ზაზა. 2000. “ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი.“ ΜΝΗΜΗ.  ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. რედ. რისმაგ გორდეზიანი, 10-24. თბილისი: ლოგოსი.

 

Louth, Andrew. 2009. “The Reception of Dionysius in the Byzantine World: Maximus to Palamas.” In Re-Thinking Dionysius the Areopagite, edited by Sarah Coakley and Charles M. Stang, 55-69. Oxford: Wiley-Blackwell.

(ს) ალექსიძე 2000, 15.

 

 Louth 2009, 63.

გ) კონფერენციის მასალებში

 (ბ) მჭედლიძე, მაგდა. 2011. „ღვთაებრივი მრისხანება და ეშმაკეული რისხვა“. მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება. ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სიმპოზიუმის – ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები- მასალები. ნაწილი II: 427-39. თბილისი :ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

 Oettinger, Norbert. 2008. “The Seer Mopsos (Muksas) as a Historical Figure.” In Anatolian Interfaces.Hittites, Greeks and their Neighbours. Proceedings of an International Conference on Cross-Cultural Interaction, edited by Billie Jean Collins, Mary R. Bachvarova and Ian Rutherford, 63-66. Oxford: Oxbow Books.

(ს) მჭედლიძე 2011, 430-31.

 Oettinger 2008, 65.

დისერტაცია

 (ბ) Marthaler, Berard Lawrence. 1968. “Two Studies in the Greek Imperial Coinage of Asia Minor.” PhD diss., University of Minnesota.

(ს) Marthaler 1968, 55.

წიგნის მიმოხილვა

 (ბ) Crawford, Michael . 1989. Rev. of A.M. Burnett, Coinage in the Roman World. In Numismatic Chronicle 149, 244-45.

(ს) Crawford 1989, 244.

ელექტრონული მასალა

(ბ) Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn [book on- line]. Cambridge, MA: MIT Press, 1995, accessed 29 September 1995;

 http://www-mitpressmit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/ index.html; Internet.

 (ს) Mitchell 1995.

საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

 

164603242_2888886918055040_3298588651828076999_n


25 მარტს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საბერძნეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას გამართავს – საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ მთავარ  ოფიციალურ ღონისძიებას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ზუმის პლატფორმის საშუალებით.

https://zoom.us/j/92651951697 

Meeting ID: 926 5195 1697

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე გახსნის. საბერძნეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების მისალმებების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება ბერძნული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებულ მოხსენებას მოისმენს, სტუდენტები პირველად წარმოადგენენ ქართველი ახალგაზრდების ორი საუკუნის წინანდელ მხარდამჭერ წერილს ბერძენი აჯანყებულებისადმი. ღონისძიების ბოლოს, სტუდენტთა ესსეების კონკურსის „დაწერე ქართულად ბერძნული სიტყვებით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

წლის პროგრამა