ქრისტოფერ ჰაასის (ვილანოვას უნივერსიტეტი, აშშ) მოხსენება

მოხსენებები. სემინარები. პრეზენტაციები

2015 წლის 4 ივნისს, 16.00 საათზე

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში

ქრისტოფერ ჰაასი (ვილანოვას უნივერსიტეტი, აშშ) წაიკითხავს მოხსენებას

"კულტურული იდენტობის ნავიგაცია რომსა და სპარსეთს შორის"

ქრისტიანიზაციის იმპულსი

თსუ VIII კორპუსი, 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)

მოხსენების ენა: ინგლისური (იწარმოებს ქართული თარგმანი)christopher.haas

 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის

სტუდენტთა სამეცნიერო წრე

ატარებს სტუდენტურ კონფერენციას

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს

კონფერენცია ტარდება შემდეგი მიმართულებებით: არქეოლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია

მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 15 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პერიოდულ ჟურნალში: "მნემოსინე"

კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 14 ივნისს

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 598 21 20 04 – თამარ ლეჟავაkonf