თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან ერთად, გიწვევთ თემატურ სემინარზე
სული, თვით-ობა, ინტერსუბიექტურობა
სემინარი შედგება 2016 წლის 29 იანვარს, პარასკევს, 14 საათზე, თსუ VIII კორპუსში, აუდ. 220, ნეოგრეცისტიკის ბიბლიოთეკა.
მომხსენებლები, თსუ ფილოსოფიის მიმართულების კურსდამთავრებულები, გაგვაცნობენ გერმანიაში მათი სამეცნიერო მუშაობის შედეგებს:
თამარ ხუბულავა (დაამთავრა ქ. ჰაიდელბერგის /გერმანია/ უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ამჟამად არის ქ. ფრაიბურგის /გერმანია/ და ქ. ფრიბურგის /შვეიცარია/ უნივერსიტეტის დოქტორანტი). თემა: სულის სტრუქტურა პლოტინთან, პროკლესთან და პეტრიწთან.
ნინო ჯანაშია (დაამთავრა ქ. გიოტინგენის /გერმანია/ უნივერსიტეტის მაგისტრატურა). თემა: ინტერსუბიექტივიზმი და ემპათია ედმუნდ ჰუსერლთან.
ლაშა მათიაშვილი (თსუ ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი, 2016 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ქ. ერფურტში /გერმანია/ საერთაშორისო კონფერენციაში “ინტერრელაციური თვით-ი და ინდივიდუაცია”). თემა: შესაძლებლობა, ნება და დესუბიექტივაცია ჯორჯიო აგამბენთან.
გთხოვთ მობრძანდეთ და ვისაუბროთ!
საკონტაქტო პირი:
ლელა ალექსიძე
მობ. 557-946137