18 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია. ღონისძიებაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის – „კლასიკოსი” წარდგენა გაიმართა.