პროფესორ ტასილო შმიტის ლექცია-სემინარები

 

მოხსენებები • სემინარები • პრეზენტაციები

2012 წლის 8, 12, 14 ნოემბერს ბრემენის (გფრ) უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი ჩაატარებს ლექცია-სემინარების ციკლს თემაზე: "ბიუროკრატია, ეკონომია, თეოკრატია? „სასახლეების“ ფუნქციები მიკენურ საბერძნეთში". ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, იწარმოებს თარგმანი.

ლექცია-სემინარებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ N219 ოთახში ეკატერინე ქართველიშვილთან.

ლექცია სემინარების განრიგი:

8 ნოემბერი -14.00 სთ, 12 და 14 ნოემბერი – 16.00 სთ.

თსუ VIII კორპუსის 220-ე ოთახი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

სასწავლო კურსი ითვალისწინებს ინტენსიურ მუშაობას: თითოეულ დღეს სამი სალექციო საათი. ასევე, კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, სემინარები და საბოლოო გამოცდა. ინტენსიური კურსის დასრულების შემდგომ დოქტორანტები მიიღებენ 5 კრედიტს და დასწრების სერთიფიკატს.
 
დოქტორანტებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ სმს ბაზაში ან მიმართონ ნინო პოპიაშვილს. 
 
 

არქივი