მელინა მერკურის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეების საზეიმო დახურვა

2015 წლის 21 აპრილს, სამშაბათს, 17 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში (ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, IV სართული, სააქტო დარბაზი) შედგება ცნობილი ბერძენი ხელოვანის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მელინა მერკურის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეების საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

პროექტი ხორციელდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით და მოიცავს სამეცნიერო-კულტურულ და საგანმანათლებლო ერთთვიან კასკადს. melina