ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“ საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მონაწილეობით

ოტოგამოფენა ჩემი საქართველო

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტების მონაწილეობით

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,

 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:

„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

 

ტარდება ფოტოგამოფენა  ჩემი საქართველო

მონაწილეობის პირობები:

 

მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ თსუ-ს სტუდენტს.

 

სტუდენტები ფოტომასალით საკუთარი თვალით დანახულ საქართველოს წარმოგვიდგენენ.  

დასაშვებია ფოტოს დამუშავებაც და ფოტოკოლაჟიც.

 

ფოტოს ფორმატი 30X40 სმ.

 

ფოტო მოთავსებული უნდა იყოს ალუმინის, პლასმასის ან ხის ჩარჩოში, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

  • მოგვაწოდოთ როგორც თითო ფოტო, ასევე ფოტოსერია, რომელიც 3 ფოტოს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ჩარჩოში, მარჯვნივ, ქვედა მხარეს, მინის შიგნით, ჩატანებული უნდა იყოს პატარა, თეთრი ქაღალდი, სადაც ქართულ ენაზე, შავი ფერით, დაბეჭდილი იქნება ფოტოს ავტორი სტუდენტის სახელი, გვარი, ფაკულტეტი.  

 

ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ზემოთ აღნიშნული ფორმით გამზადებული ფოტოები უნდა მიიტანონ თსუ-ს VIII კორპუსის 220-ე აუდიტორიაში არა უგვიანეს 17 მაისის 17:00 საათისა.  

 

პროექტის ღონისძიებათა პროგრამაში მიეთითება ფოტოგამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტის ვინაობა.

 

ფოტოგამოფენაში მონაწილე სტუდენტებს ნაშრომები უკან არ დაუბრუნდებათ. ზოგიერთი ფოტო შესაძლებელია მოხვდეს პროექტთან დაკავშირებულ რომელიმე კრებულში, რომელიც ფოტოს ავტორს გადაეცემა საჩუქრად.

 

ფოტოგამოფენა გაიხსნება 2016 წლის 25 მაისს თსუ-ს Ι კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 18:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის  სააქტო დარბაზის ჰოლში.

 

         საკონტაქტო პირი: ლანა რამიშვილი  ტელ.: 574 41 44 50

 

არქივი