ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ალექსიძე

2017 წლის 11 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

 

11 იანვარი, 13:00 საათი

საინსტიტუტო სამეცნიერო სიმპოზიუმი:

რისმაგ გორდეზიანი – მედეას თემის ინტერპრეტაციის ძირითადი მიმართულებები თანამედროვეობაში;

ნანა ტონია – „ისტორიაში სამი ფუნდამენტური სახე“ (ჰ. მიულერი. ფონი – „ფილოქტეტესი“);

რუსუდან ცანავა – მითიდან რომანამდე (ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“);

თინა დოლიძე – სულის აღსვლა ღმერთთან კაპადოკიელთა მიხედვით;

მაგდა მჭედლიძე – იოანე პეტრიწის

„განმარტების“ ტექსტის კრიტიკისათვის.

 

11 იანვარი, 16: 00 საათი

საიუბილეო სხდომა

გამოსვლები:

რისმაგ გორდეზიანი, ნანა გაფრინდაშვილი, ელგუჯა ხინთიბიძე, ბარამ ბარამიძე, გოგი ანთელავა, დათო წერედიანი, თამაზ კვაჭანტირაძე, ვალერი ასათიანი, დარეჯან თვალთვაძე, ნანა ტონია, მანანა ფხაკაძე, გასტონ ბუაჩიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

 

გთხოვთ, გვეწვიოთ.

 

მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 13, ოთ. 220

არქივი