ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა

სვეტა

ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა „ბერძნულენოვანი განათლება, ტენდენციები – განზომილებები – წინადადებები“ ჩატარდა 27-30 აპრილს, ქ. ოდესაში.

შეხვედრის ორგანიზატორები: საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღავრგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამმართველო, საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიის სამინისტრო, საბერძნეთის საკონსულოს საგანმანათლებლო ოფისი მარიუპოლში, ბერძნული კულტურის ფონდი, ოდესას განყოფილება, ბუმბურას ფონდი, უკრაინის ბერძენთა სათვისტომო.  

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული ბერძნული ენის მასწავლებელი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი გეორგია დიმოპულუ, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „ფილმებზე ტიტრების დართვის გამოყენება ბერძნული ენის როგორც უცხო ენის სწავლებისას“ და ფილოლოგიის დოქტორი სვეტლანა ბერიკაშვილი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი „იდიომური გამოთქმების ონლაინ ლექსიკონი“ (პროექტის ავტორები: სვეტლანა ბერიკაშვილი, ირინა ლობჟანიძე; რედაქტორები: სოფიო შამანიდი, შუქია აფრიდონიძე; კომპიუტერული უზრუნველყოფა: ირაკლი გუნია). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხ. http://idioms.iliauni.edu.ge/

საგანმანათლებლო შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. შეხვედრის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://sites.google.com/site/ellenoglossepaideia/