გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლისადმი მიძღვნილი წიგნი – „კლასიკოსი”

გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი - კლასიკოსი

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. ვალერი ასათიანის ავტორობით გამოიცა გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლისადმი მიძღვნილი წიგნი -„კლასიკოსი".

„2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. 
საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის სათავეებს და აღორძინებას განსაკუთრებულად უკავშირდება რამდენიმე გამოჩენილი მეცნიერისა და პიროვნების სახელი. 
წიგნი ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი მეცნიერის, ელინოლოგის, პაპიროლოგის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერების აღორძინებაში ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრის – გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის ნათელ ხსოვნას. 
არსებული პუბლიკაციებისა და დღემდე არაერთი გამოუქვეყნებელი საარქივო ჩანაწერის („მასალის") გათვალისწინებით, ვრცლად მოხმობით, ავტორი მიზნად ისახავს მეტ-ნაკლები სისრულით წარმოაჩინოს გრიგოლ წერეთლის პიროვნება და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა."

რედაქტორი: ქეთევან აბესაძე
რეცენზენტი: იამზე გაგუა
გარეკანის დიზაინი: ირაკლი ვარვარიძე
დიზაინი და დაკაბადონება: ალექსანდრე ჯიქურიძე

© პროგრამა „ლოგოსი", თბილისი, 2018