აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი V ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია – ანტიკურობის თანამედროვეობა

სტუდენტური კონფერენციის აფიშა 2019

 

15 ივნისს, 11 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით გაიმართება  V ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია – ანტიკურობის თანამედროვეობა. კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი პარალელური სექცია და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ა) წიგნების გამოფენა – აკად. თინათინ ყაუხჩიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა; ბ) ანტიკურ თემატიკაზე შესრულებული თეატრალური დადგმების ფოტოგამოფენა და ვიდეოინსტალაცია; გ)  საჯარო ლექცია აკად. თინათინ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობის შესახებ – მოხსენებას წაიკითხავს პროფ. გვანცა კოპლატაძე; დ) სტუდენტური სამეცნიერო კრებულის „მნემოსინეს” მეხუთე ნომრის პრეზენტაცია.

კონფერენცია დაფინანსებულია თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპ. 220-ე აუდიტორია.

თინათინ ყაუხჩიშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენციის პროგრამა