დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის” პრეზენტაცია

Untitled

10 ოქტომბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის" პრეზენტაცია.

საპატიო სტუმრად მოწვეულია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი კოსტას დიმადისი.

წიგნი გამოდის სერიით ,,ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა". სერიის რედაქტორია სოფიო შამანიდი. რედაქტორები არიან მარიამ წიკლაური და სვეტლანა ბერიკაშვილი. მთარგმნელი – მაია კაკაშვილი.

წიგნი გამოსცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამამ "ლოგოსი".

გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის როლფ შრადეს ფოტოგამოფენა: „ხევსურეთი – 1960-1977-2012 წარსული და აწმყო“

Untitled

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ი. ჭავჭავაძის №1 თსუ პირველი კორპუსი, მე-3 სართული,  2015 წლის 12 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე გაიხსნება გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის როლფ შრადეს ფოტოგამოფენა:“.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

 

 

Am 12.Oktober 2015, 16:00 Uhr wird eine Fotoausstellung des Kunstwissenschaftlers, des Vorsitzenden der Berliner Georgischen Gesellschaft – Rolf Schrade „Chewsuretien -1960-1977-2012 Vergangenheit und Gegenwart“ im  Gebäude I, 3. Stock, im Ausstellungssaal des Museums der Dschawachischwili Universität Tbilisi, Tschawtschawadse №1, eröffnet.  

Wir würden uns über Ihre Anwesenheit sehr freuen.

აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

გიწვევთ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის – Tbilisi Science Fest-ის ფარგლებში.

სტუდენთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა:

ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობების აქტუალური პრობლემები

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 12 ნოემბერი, 2015.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2015 წლის 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამრთზე: greekstudies@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 10 წუთი.

 

განაცხადის ფორმა:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

სასწავლო სტატუსი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2015 წლის 2 ნოემბრამდე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია

ტელ: +995 598 604667

ელ-ფოსტა: greekstudies@tsu.ge

კონკურსი Victoria ლათინურ ენაში

გუშინ, 22 ივლისს, 12 საათზე, გაიმართა კონკურსი Victoria.

კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდება 27 ივლისს, 13 საათზე, თსუ-ს VIII კორპუსის 220-ე აუდიტორიაში.
 

კონკურსი Victoria

კონკურსი Victoria – 2015 ლათინურ ენაში გაიმართება ოთხშაბათს, 22 ივლისს, 12 საათზე, თსუ VIII კორპუსის 220-ე აუდიტორიაში.

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი # 13.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 13 ივნისს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე იხილეთ ბმულზე – "კონფერენცია-2015"

კონფერენცია-2015

 

ინსტიტუტის დღე

9 ივნისი, 2015 წელი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა  და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე

დღის წესრიგი:

1. წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები ივნისიდან ივნისამდე

2. ახალი წიგნები – ლაკონური პრეზენტაციები (ნაშრომთა ავტორები, მთარგმნელები, რედაქტორები)

3. ჟურნალ "ფაზისის" ვებ-გვერდის პრეზენტაცია

4. GRATULATIONES  ET  PRAEMIA

დასაწყისი: 18.00 საათი, მისამართი: თსუ VIII კორპუსი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 13), სააქტო დარბაზი

4 პროფ. რისმაგ გორდეზიანი 1

The Day of Institute

9 June, 2015

The day of Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Time-table of the Day:

1. The most important events of the year, from June to June

2. The New Books – short presentations (Authors, Translators and Editors)

3. The presentation of WEB-SITE of the scientific journal "PHASIS"

4. GRATULATIONS  ET  PRAEMIA

Address: TSU, VIII build. (Ilia Chavchavadze Ave., 13) Event Hall, 18:00

risss

Posted in კატეგორიის გარეშე

The Public Lecture of Christopher Haas (Villanova University, USA)

Reports. Workshops. Presentations

4 June, 2015. 16.00 pm

At TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies

will  held the public lecture of Christopher Haas (Villanova University, USA)

THE NAVIGATION OF CULTURAL IDENTITY BETWEEN ROME AND PERSIA

The Impulse of Christianization

Address: TSU, VIII buil. Room 220. (I. Chavchavadze ave., 13)

The language of istanbul escort public lecture: English (but will be Georgian Translation also)christopher.haas

Posted in კატეგორიის გარეშე