დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის” პრეზენტაცია

Untitled

10 ოქტომბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის ,,ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის" პრეზენტაცია.

საპატიო სტუმრად მოწვეულია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი კოსტას დიმადისი.

წიგნი გამოდის სერიით ,,ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა". სერიის რედაქტორია სოფიო შამანიდი. რედაქტორები არიან მარიამ წიკლაური და სვეტლანა ბერიკაშვილი. მთარგმნელი – მაია კაკაშვილი.

წიგნი გამოსცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამამ "ლოგოსი".

არქივი