სკეპტიციზმი და ელინისტური ფილოსოფიური თეოლოგია

2015 წლის 15 იანვარს, 17:00 საათზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) დოქტორანტი მათე ვერეში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საერთო კონსესუსიდან გაუთავებელ კამათამდე: სკეპტიციზმი და ელინისტური ფილოსოფიური თეოლოგია".
ამ მოხსენებაში  წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიდგომები ელინისტურ ხანაში რელიგიური განსხვავებულობის პრობლემის მიმართ დაწყებული სტოიკოსების მცდელობიდან, წარმოედგინათ მწყობრი თეოლოგიური პოზიცია დაფუძნებული საერთო, ყველა ადამიანისთვის გასაგებ, კონცეფციებზე, გაგრძელებული ციცერონის (კერძოდ, მისი პერსონაჟის, კოტას), პლუტარქეს და სექსტუს ემპირიკუსის მაგალითებზე ჩვენებით, თუ როგორ იყენებენ ეს ავტორები არგუმენტს უთანხმოებიდან იმისათვის რომ დაიცვან თავიანთი განსაკუთრებული ფილოსოფიური პოზიციები. 

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220 (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13).

ნანა მირაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია

2015 წლის 10 იანვარს, 15:00 საათზე ტარდება ნანა მირაშვილის მონოგრაფიის "მონანიე მეძავები და ბერის სამოსში გადაცმული დედები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (პარიზი 2014) პრეზენტაცია.

მისამართი:
თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220 (ი. ჭავჭავაძის პროსპ. 13)

გრიგოლ წერეთლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

2014 წლის 29 დეკემბერს 12:00 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იგეგმება საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ დიდ მამულიშვილთა სიმბოლური საფლავი-მემორიალის ყვავილებით შემკობა და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, ელინოლოგის – გრიგოლ წერეთლის უკვდავყოფასთან დაკავშირებული ცერემონიალი.

პროგრამა

ექსპედიცია საბერძნეთში

2015 წლის 20-27 აპრილს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აწყობს შემეცნებით ტურს საბერძნეთში. ტურის ღირებულებაა 610 ევრო. ღირებულებაში შედის ავიაბილეთი, 6 დღე-ღამე ათენში, ნავპლიოსა და დელფოსში, ორჯერადი კვება და ექსკურსიები. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამას.

გთხოვთ, მსურველები დაუკავშირდით მაკა ქამუშაძეს 25 იანვრამდე ტელეფონის ნომერზე: 5 99 15 60 90.

ლექციები ბერძნულ პალეოგრაფიაში

2014 წლის 8-12 დეკემბერს ცენტრალური ევროპის  უნივერსიტეტის შუა საუკუნეების მიმართულების დოქტორანტი – მიხაილ მიტრეა ეწვევა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და ჩაატარებს ოთხ ლექციას ბერძნულ პალეოგრაფიაში. ლექციის ხანგრძლივობა – 90 წთ.

ლექციების განრიგი:

ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი – 16:00 სთ.
პარასკევი – 15:00 სთ.
მისამართი: 
ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე ოთახი.

თეა დულარიძის დისერტაციის დაცვა

11 ნოემბერს, 15:00 საათზე, 220-ე ოთახში გაიმართება თეა დულარიძის დისერტაციის დაცვა თემაზე "ელჩობის ფენომენი ჰომეროსის ეპოსში".

მისამართი:
ი. ჭავჭავაძის პრ. 13
თსუ VIII კორპუსი

 

საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის

ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობით

ამა წლის 23-27 სექტემბერს ატარებს ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:  

ნტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები

იხ. კონფერენციის პროგრამა

ინსტიტუტის დღე

2014 წლის 4 ივლისს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი  ატარებს ინსტიტუტის დღეს. 

პროგრამა:

უმნიშვნელოვანეს მოვლენათა პანორამა – ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ფილ. დოქტ. მაია დანელია.

"ლოგოსის" ახალი გამოცემები – ასოც. პროფ. ირინე დარჩია.

სტუდენტთა სასტარტო წახალისება – პროფ. სოფიო შამანიდი.
კონფერენციის „ანტიკური კულტურა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“ სამზადისისათვის – პროფ. რისმაგ გორდეზიანი.

მისამართი: 
ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220

საერთაშორისო კონფერენცია “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ივნისს, 11:00 საათზე, სააქტო დარბაზში გაიმართება ტიმ სევერინისა და "ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალური გახსნა.  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ტიმ სევერინი და "ახალი არგონავტების" ექსპედიციის წევრები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1, სართული

კონკურსი VICTORIA

2014 წლის 21 ივლისს ჩატარდება კონკურსი VICTORIA – ლათინურ ენასა და ძველ ბერძნულ ენაში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ჩამოტვირთოთ ფაილი