ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა

სვეტა

ბერძნული ენის მასწავლებლების პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრა „ბერძნულენოვანი განათლება, ტენდენციები – განზომილებები – წინადადებები“ ჩატარდა 27-30 აპრილს, ქ. ოდესაში.

შეხვედრის ორგანიზატორები: საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღავრგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამმართველო, საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიის სამინისტრო, საბერძნეთის საკონსულოს საგანმანათლებლო ოფისი მარიუპოლში, ბერძნული კულტურის ფონდი, ოდესას განყოფილება, ბუმბურას ფონდი, უკრაინის ბერძენთა სათვისტომო.  

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული ბერძნული ენის მასწავლებელი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი გეორგია დიმოპულუ, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „ფილმებზე ტიტრების დართვის გამოყენება ბერძნული ენის როგორც უცხო ენის სწავლებისას“ და ფილოლოგიის დოქტორი სვეტლანა ბერიკაშვილი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი „იდიომური გამოთქმების ონლაინ ლექსიკონი“ (პროექტის ავტორები: სვეტლანა ბერიკაშვილი, ირინა ლობჟანიძე; რედაქტორები: სოფიო შამანიდი, შუქია აფრიდონიძე; კომპიუტერული უზრუნველყოფა: ირაკლი გუნია). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხ. http://idioms.iliauni.edu.ge/

საგანმანათლებლო შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. შეხვედრის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://sites.google.com/site/ellenoglossepaideia/   

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ანტიკურობის თანამედროვეობა

medea111

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს III ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკაა: ანტიკურობის თანამედროვეობა

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 12-13 მაისს.

გთხოვთ, მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2017 წლის 20 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

classics.tsu@gmail.com

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე

ტელ: +995 577 42 69 82

ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო

2017 წლის 25 მარტს, შაბათს, 18:00 საათზე, თსუ VIII კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესადმი და ბერძნულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებით ასევე გაიხსნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საიუბილეო წელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“. ოფიციალურ პირთა მისალმებებისა და სტუდენტური პერფორმანსის შემდეგ, გაიმართა კონცერტი თსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლისა და საქართველოს ბერძნული ფედერაციის კულტურული ცენტრის მონაწილეობით.

 

gallery

 

ჰომეროსის ეპოსის – “ოდისეას” საჯარო კითხვა (Odyssée 24)

2017 წლის 24 მარტს ინსტიტუტი შეუერთდა ლათინურისა და ბერძნული ენის ევროპულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ჰომეროსის ეპოსის – "ოდისეას" საჯარო კითხვა. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა 20-ზე მეტ ქვეყანაში და ჰომეროსის ეპოსი ერთდრო

ულად 40-ზე მეტ ენაზე იქნა წაკითხული. ღონისძიების ტრანსლირება მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში. 

17457925_10212570899614182_7719888818598589950_n

 

17499061_10212577500659204_8438720207061148616_n 17457861_10212577501059214_347812466022696027_n 17353450_10212577500979212_6689132533633344305_n 17362416_10212577512259494_5952154983849863923_n

 

 

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მთარგმნელის პეტრე ქავთარაძის ხსოვნის საღამო და წიგნის პრეზენტაცია

2017 წლის 20 მარტს, 17 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მთარგმნელის პეტრე ქავთარაძის ხსოვნის საღამო და მისი წიგნის „თარგმანები, ბერძენი და რომაელი ავტორები” ახალი გამოცემის პრეზენტაცნია.

17353411_1605966596080053_6298301927085380549_n

ექსპედიცია „ანტიკური საბერძნეთი“

ექსპედიციის „ანტიკური საბერძნეთი“ მონაწილეთა საყურადღებოდ:

გაცნობებთ, რომ უკვე დასრულდა რეგისტრაცია ტურისთვის „ანტიკური საბერძნეთი“.

პირველადი შენატანი დაფარა 60-მა მსურველმა.

ექსპედიციის მონაწილეთა შეხვედრა ორგანიზატორებთან და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან შედგება 8 აპრილს, შაბათს, 17:00 საათზე. მის.: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპ.,  ΙΙ სართული, 220-აუდიტორია.

ტურის ღირებულების სრული დაფარვა უნდა განხორციელდეს 2 მაისს, სამშაბათს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე. თანხა უნდა მიეწოდოს ეკატერინე კვირკველიას მისამართზე: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, 221-ე აუდიტორია. აქვე გადმოგეცემათ ტურის მეგზური.

გთხოვთ გაეცნოთ ტურის სასტუმროებს შემდეგ ლინკებზე:

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/metropolitan-hotel-thessaloniki

https://www.mouzenidis.com/hotel/pithia-art-boutique-hotel

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/congo-palace-hotel

https://www.mouzenidis-travel.ru/hotel/best-western-fenix-hotel

სასტუმროებისა ნახვა და გამოხმაურებების გაცნობა  შეგიძლიათ სხვა ვებ-გვერდებზეც (booking.com და მისთ.).

პრეტენზიები ან სურვილები სასტუმროებთან დაკავშირებით გთხოვთ გამოთქვათ დროულად. უფრო მაღალი კატეგორიის სასტუმროში განთავსება კონკრეტული სტუმრებისთვის შესაძლებელი იქნება თანხის დამატების შემთხვევაში.

შენიშვნა:

თესალონიკისა და დელფოსის სასტუმროები არის 3*.

ათენის სასტუმრო, სადაც გაატარებთ სამ ღამეს, არის 4*. 

ათენში ჯგუფი განთავსდება ორ, ახლომდებარე, ერთი კატეგორიის სასტუმროში. 

ზამთრის სკოლა – „ანტიკური სამყარო და კავკასია”

ზამთრის სკოლა ანტიკური სამყარო და კავკასია_001

2017 წლის 6-11 მარტს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა ზამთრის სკოლას თემაზე: „ანტიკური სამყარო და კავკასია“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავდა კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის შესახებ ლექციათა ციკლის ჩატარებას, რომელიც თემატურად მრავალდარგობრივი და მრავალპროფილურია. მოიცავს კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია, ეპიგრაფიკა, რელიგია, ფილოსოფია) პერსპექტივიდან შესწავლას.

ზამთრის სკოლის ფარგლებში ლექციები წაკითხეს, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პროფესორებმა ბრემენისა და იენის უნივერსიტეტებიდან. ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა სტუდენტმა: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, საბერძნეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან. 

ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდები

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2017 წლის 16, 17 და 18 მაისს ჩატარდება ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდები.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბერძნული ენის საგამოცდო ცენტრს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ქართველიშვილი
ტელ: 593 49 0 18; 225 32 20
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 19 მარტი, 15:00 საათი
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ პასპორტი და შესაბამისი თანხა (A1, A2, B1 დონეები – 65 ევრო; B2, Γ1, Γ2 – 73 ევრო).
 
Άρχισαν οι εγγραφές για τις εξετάσεις για την πιστοποίηση της ελληνομάθειας που θα γίνουν στις 16, 17 και 18 Μαίου του 2017 στο Ινστιτούτο Κλασικών, Βυζαντινών και Νεοελληνικών Σπουδών του Κρατικού Πανεπιστημίου της Τιφλίδας σε συνεργασία με το Κέντρο Ελληνικής Γλώσσας του Αριστοτελείου Πανεπιστημίου Θεσσαλονίκης.
Οι ενδιαφερόμενοι/ που επιθυμούν να συμμετάσχουν στις εξετάσεις αυτές καλούνται για την υποβολή των αιτήσεων να απευθυνθούν στην Αικατερίνη Καρτβελισβίλι από 1 Φεβρουαρίου έως τις 19 Μαρτίου καθημερινά (εκτός Σαββάτου και Κυριακής). Διεύθυνση: 13, I. Chavchavadze ave. 2ος όροφος, γραφείο 219. Τηλ: 593 49 00 18 ή 225 32 20.
 
Οι εγγραφές κλείνουν στις 19/03/17 ώρα 15:00.
 
Κατά την εγγραφή οι υποψήφιοι θα πρεπει να έχουν μαζί τους το αντίστοιχο ποσό (για επίπεδα Α1 (για παιδιά 8-12), A1 (για εφήβους και ενηλίκους), Α2, Β1- 65 ευρώ, για επίπεδα Β2, Γ1, Γ2 – 73 ευρώ) και το διαβατήριό τους.
 
ΓΡΑΜΜΑΤΕΙΑ ΤΟΥ ΕΞΕΤΑΣΤΙΚΟΥ ΚΕΝΤΡΟΥ
 
 

ექსპედიცია საბერძნეთში (19-26 მაისი)

ძვირფასო კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

საიუბილეო ღონისძიებებს შორის გათვალისწინებულია 19-26 მაისს ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარება საბერძნეთში, რომლის განმავლობაშიც შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ ანტიკური და შუა საუკუნეების ეპოქის – თესალონიკის, დიონის, ვერგინას, მეოტეორას, დელფოს, ათენის, ეპიდავროსის, ნავპლიონისა და მიკენის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლებს.

ექსპედიციის მთელ მსვლელობას გადაიღებს სპეციალური ჯგუფი დოკუმენტური ფილმისათვის – „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულები”.

ერთკვირიანი ტურის მარშრუტსა და პირობებს ქვემოთ წარმოგიდგენთ.

 

მსურველებს ვთხოვთ, ინსტიტუტის საინფორმაციო ცენტრს განაცხადით მიმართონ არაუგვიანეს 2017 წლის 30 იანვრისა.

 

საკონტაქტო პირები:

ეკატერინე კვირკველია – ტელ: 598604667, kvirkvelie_e@yahoo.com

მარიამ კალაძე – ტელ: 577 42 69 82, mariami.kaladze@tsu.ge

 

ტური: ანტიკური საბერძნეთი

 

45 კაცზე მაისის ბოლოს

 

1 დღე. ჩაფრენა ქ. სალონიკის მაკედონიის აეროპორტში
 

  • ქ. სალონიკში – ჩრდილოეთ საბერძნეთის დედაქალაქში ჩაფრენა.

აეროპორტში დახვდებიან მასპიძელი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

 

 

 

  • ქალაქის გაცნობა – 1.5 – 2 საათიანი ტური.
  • .: თესალონიკი «ჩრდილოეთ საბერძნეთის გული» განთქმულია უმდიდრესი ისტორიითა და თანამედროვე ცხოვრებით. აქ მდებარეობს სიდიდით და მნიშვნელობით საბერძნეთის მეორე პორტი. სხვადასხვა პერიოდში სალონიკში ცხოვრობდნენ: განთქმული ორატორი ციცერონი, პავლე მოციქული, რომელიც აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. წარმოშობით სალონიკიდან იყვნენ კირილე და მეთოდე- სლავური ანბანის შემქმნელები. თანამედროვე სალონიკი – ეს არის სტუდენტობის და ახალგაზრდობის ქალაქი. აქ მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმსხვილესი არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი, რომელშიც სასწავლებლად ჩამოდიან სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, ასევე პირველი ბერძნული კონსერვატორია. ქალაქის არქიტექტურა გულისხმობს კლასიკური და თანამედროვე სტილის მონაცვლეობას. თქვენ იხილავთ ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს: თეთრი კოშკს, ტრიუმფალურ თაღს, როტონდას, წმ. დემეტრეს (ქალაქ თესალონიკის მფარველი წმინდანის) ბაზილიკას.

 

  • სასტუმროში განთავსება (მანძილი აეროპორტიდან სასტუმრომდე 20 კმ.).

 

 

 

 

2 დღე. მეტეორა-დელფოსი

 

  • საუზმე სასტუმროში
  • გამგზავრება კალაბაკაში (230 კმ.).
    ექსკურსია მეტეორაზე (1,5-2 საათის განმავლობაში).

ორი მონასტრის მონახულება.

გაჩერება სადილად (არ შედის ტურის ღირებულებაში)

 

 

მეტეორა ბერძნულად ნიშნავს ცაში მონავარდეს. ესაა ადგილი, სადაც ჩამოდის მრევლი მთელი მსოფლიოდან და სადაც ერთდროულად განიცდი შიშს და აღტაცებას!

 

  • გამგზავრება დელფოსში.

მას შემდეგ, რაც თესალიის დაბლობს გადავივლით და გავცდებით პარნასოსის მთას, სადაც ოდესღაც თვით აპოლონი ცხოვრობდა, ჩვენ დაგვხვდება დელფოსის  მყუდრო სასტუმრო (18:00-!8:30).

  • ვახშამი ტავერნაში.


3 დღე. დელფოსი-ათენი

  • საუზმე დელფოსის სატუმროში.
  • ექსკურსია დელფოსში (2,5-3 საათის განმავლობაში).

მუზეუმისა და არქეოლოგიური ზონის დათვალიერება.

 

 

 

ანტიკურ ხანაში ეს ქალაქი ითვლებოდა ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. ძველი ბერძნების აზრით,  აქ მდებარეობდა მსოფლიოს ცენტრი. აპოლონის ტაძარში წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. აქ მოდიოდნენ სახელმწიფო მართველებიც კი, რათა თავიანთი ქვეყნის მომავალი შეეტყოთ.  ექსკურსია იწყება კასტალური წყაროდან, რომელსაც, თქმულების მიხედვით, გააჩნია გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. აქ თქვენ იხილავთ უძველეს თეატრს, სტადიონს და ანტიკური საბერძნეთის სხვა ძეგლებს.

 

გაჩერება სადილად (არ შედის ტურის ღირებულებაში)

 

  • ლეგენდარულ ათენში გამგზავრება – გლიფადა (201 კმ.)
  • სასტუმროში განთავსება (18:00-18:30 საათზე).

ვახშამი სასტუმროში.

 

4 დღე. პარასკევი. ათენი –არგოლიდა

(კორინთოსის არხი, მიკენი, ნავპლიონი, ეპიდავროსი)

 

  • კორინთოსის არხი

 

ჩვენი გზა იწყება გაჩერებით კორინთოსის არხთან, რომელიც ყოფს მატერიკს და პელოპონესს. ითვლება მსოფლიოში ყველაზე ღრმა არხად.

მეხსიერებაში ცოცხლდება მითები ჰერაკლეზე – უძველესი ქალაქ არგოსიდან დაიწყო თავისი გმირული მოგზაურობა ამ მითიურმა ნახევრადღმერთმა.

 

  • მიკენი

 

ამ ქალაქს უკავშირდება მიკენური ცივილიზაცია. იხილავთ ცნობილ ლომების კარიბჭეს.

  • ნავპლიო

 

გზად გვაქვს დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველი დედაქალაქი –  ნაფპლიო, რომლის ულამაზეს სანაპიროზე სეირნობა უყვარდა  ყველასათვის ცნობილ არისტოტელე ონასისს.

  • ეპიდავროსი

 

ახლოს მდებარეობს უძველესი ეპიდავროსი – ცნობილი თავისი ანტიკური, უნიკალური აკუსტიკის მქონე ამფითეატრით. დღემდე მის სცენაზე იდგმება ძველ ბერძენ დრამატურგთა პიესები.  

  • დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროში.


5 დღე. ათენი.

  • საუზმე სასტუმროში.
  • თავისუფალი დრო.
  • სადილის შემდეგ ექსკურსია სუნიონის კონცხზე,  რომელზედაც შემონახულია პოსეიდონის ტაძრის ნანგრევები.

ჰომეროსის მიხედვით, სწორედ სუნიონის კონცხზე შეჩერდა ტროადან მობრუნებული მენელაოსი. სუნიონს მოიხსენიებენ სოფოკლე და ევრიპიდე. ინგლისელმა პოეტმა ფოლკნერმა თავისი ცნობილ ტრილოგიაში სუნიონზე გატარებული დრო აღწერა.

 

  • გავჩერებით ვულიაღმენის ტბასთან, რომელსაც ატიკის ბრილიანტს უწოდებენ და რომელიც განთქმულია თავისი სამკურნალო თვისებებით.

 

 

  • ვახშამი.
  • ათენის სასტუმროში დაბრუნება.
     

 

6 დღე. კვირა. ათენი. თერმოპილები. სალონიკი.

  • საუზმე ათენის სასტუმროში.
  • ექსკურსია ლეგენდარულ ქალაქ ათენში (2.5-3 საათის განმავლობაში)

 

 

მოინახულებთ კონსტიტუტციის მოედანს, პარლამენტის შენობას უცნობი ჯარისკაცის  საფლავით და საპატიო ყარაულით უჩვეულო სამოსში, პრეზიდენტის სასახლეს, ზევსის ტაძარს, პანათენაიკოსის სტადიონს და, რა თქმა უნდა, აკროპოლისს  – მსოფლიოს 20 უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობიდან ერთ-ერთს, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. აკროპოლის სილამაზეს ვერაფერი შეედრება. იგი კარგად ჩანს ათენის ყველა უბნიდან. ამის მერე ჩვენ ვტოვებთ საბერძნეთის სამხრეთს და ისევ ჩრდილოეთში ვბრუნდებით, ქალაქ სალონიკში. გაჩერება თერმოპილებში მშვენიერი სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მეფე ლეონიდას ძეგლთან, რომელმაც თავი გაითქვა 300 სპარტელის სპარსელთა მრავალრიცხოვან არმიასთან  შეტაკებისას.

 

  • ჩასვლა სალონიკში (520 კმ.) 18:00-19:00 საათზე.
  • სასტუმროში განთავსება.
  • ვახშამი სასტუმროში.

 


7 დღე. ვერგინა.ოლიმპოსი. დიონი.
 

  • საუზმე სასტუმროში.
  • ვერგინას მუზეუმის მონახულება.
  • ოლიმპოსის მთასთან გაჩერება
  • ძველი ქალაქის – დიონის მონახულება

ამ დღის ექსკურსიის ხანგრძლივობაა 3,5-4 საათი

  • სასტუმროში დაბრუნება აეროპორტისთვის მოსამზადებლად (მანძილი სასტუმროდან აეროპორტამდე 20 კმ.)
  • თბილისში გამოფრენა 01:30 საათზე

               

 

ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე ევროში

ორადგილიან ნომერში

სამადგილიან ნომერში

551 €

 

541 €

 

  • შენიშვნები:
  • ავიარეისი არის პირდაპირი: თბილისი-თესალონიკი-თბილისი;
  • ტურის პირველი დღის საუზმე და ბოლო დღის ვახშამი იქნება ავიარეისის სტანდარტული მენიუ თვითმფრინავის ბორტზე;
  • ყოველი დღის საუზმე-ვახშამი გათვალისწინებულია სასტუმროში – შვედური მაგიდა;

 

  • ტურის ღირებულების 30%-ის გადახდა ხდება 15 მარტამდე:

165 € – კაცზე ორადგილიან ნომერში; 162 € – კაცზე სამადგილიან ნომერში

  • ტურის ღირებულება სრულად უნდა დაიფაროს 5 მაისამდე;

 

ტური გათვლილია 45 კაცზე.

ტურის ღირებულებაში შედის:

·       ავიაბილეთები (პრიდაპირი რეისი, ორი გზა);

·       სამოგზაურო დაზღვევა;

·       ტრანსფერი კომპორტული ავტობუსით (უფასო WI-FI) მთელი პროგრამის განმავლობაში;

·       3 * სასტუმრებში განთავსება;

·       ორჯერადი კვება;

·       6 ექსკურსია რუსულენოვანი პროფესიონალი გიდის თანხლებით,

·       მზამკვლევი (რუქა) საჩუქრად

 

ტურის საფასურში არ შედის:

·       ვიზა,

·       მუზეუმებში, არქეოლოგიურ ზონებში და მეტეორას მონასტრებში შესასვლელი ბილეთები;

·       სადილი;

·       სასმელები ვახშმის დროს

·       ის, რაც არაა მითითებული პუნქტში „ღირებულებაში შედის“

 

 

მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ადგილებში შესასვლელი

ბილეთების ღირებულება (სულ: 104 €)

დიონი

 

ვერგინა

მეტეორას ორი მონასტერი

დელფოსის მუზეუმი და არქ. ზონა

ეპიდავროსის მუზეუმი და არქ. ზონა

მიკენი
მუზეუმი და არქ.ზონა

აკროპოლისი

ახალი მუზეუმი და არქ. ზონა

სუნიონი

ვულიაღმენის

ტბა

8€

12 €

6 €

12 €

12 €

12 €

20€+5€

8€

9€

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                             
 

 

* 18 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა არქეოლოგიურ ზონაში და მუზეუმებში უფასოა

(მეტეორას მონასტრების და აკროპოლის მუზეუმის გარდა)​

  • ყველა მანძილი და ექსკურსიების ხანგრძლივობა მითითებულია დაახლოებით;
  • სასტუმროში შესვლა და სასტუმროს დატოვება ხორციელდება სასტუმროს პოლიტიკის თანახმად: შესვლა 13:00-ის შემდეგ, გასვლა 11:00-დან            11:30-მდე;
  • კომპანია MouzenidisTravel უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს დაგეგმილ ექკურსიათა თანამიმდევრობა;
  • 14 დღით ადრე ტურის ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, ჯარიმა შეადგენს ტურის ღირებულების 70%-ს.

 

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

პატივისცემით,

 

Mouzenidis Travel – მთელი საბერძნეთი თქვენთვის!

  

 

 

საერთაშორისო კონფერენცია მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში

Herkulaneischer_Meister_001

 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია

მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში

 

1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის კათედრისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელსაც წელს დაარსებიდან ოცი წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია 2017 წლის 17-21 სექტემბერს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენციის – მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში ჩატარება. მის მუშაობაში მეცნიერებთან ერთად გათვალისწინებულია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა.

კონფერენციის მიმართ ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით, ვახანგრძლივებთ განცხადებებისა და აბსტრაქტების მიღების ვადას მიმდინარე წლის 2017 წლის 30 აპრილამდე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია  მისამართზე: greekstudies@tsu.ge

პირადი მონაცემები (სახელი, გვარი), მუშაობის ადგილი და სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საფოსტო და ელექტრონული მისამართი), კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა (მოხსენება, პერფორმანსი, ექსპოზიცია) და სახელწოდება, ასევე მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა)

განაცხადის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საორგანიზაციო კომიტეტი მიაწვდის დამატებით ინფორმაციას არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

საკონტაქტო პირები:

ეკატერინე კვირკველია – 598 60 46 67; kvirkvelia_e@yahoo.com

მარიამ კალაძე – 577 42 69 82; mariami.kaladze@tsu.ge