საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2017 წლის 23 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს ეწვია საქართველოში ვიზიტად მყოფი საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ტერენს კვიკი. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ენა და კულტურა მსოფლიო ბერძნების შემაერთებელი რგოლები"._DSC3720 _DSC3719 _DSC3715 _DSC3696 _DSC3670 _DSC3657 _DSC3633 _DSC3597 _DSC3562 _DSC3552

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

 

ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ალექსიძე

2017 წლის 11 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ალექსიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

 

11 იანვარი, 13:00 საათი

საინსტიტუტო სამეცნიერო სიმპოზიუმი:

რისმაგ გორდეზიანი – მედეას თემის ინტერპრეტაციის ძირითადი მიმართულებები თანამედროვეობაში;

ნანა ტონია – „ისტორიაში სამი ფუნდამენტური სახე“ (ჰ. მიულერი. ფონი – „ფილოქტეტესი“);

რუსუდან ცანავა – მითიდან რომანამდე (ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“);

თინა დოლიძე – სულის აღსვლა ღმერთთან კაპადოკიელთა მიხედვით;

მაგდა მჭედლიძე – იოანე პეტრიწის

„განმარტების“ ტექსტის კრიტიკისათვის.

 

11 იანვარი, 16: 00 საათი

საიუბილეო სხდომა

გამოსვლები:

რისმაგ გორდეზიანი, ნანა გაფრინდაშვილი, ელგუჯა ხინთიბიძე, ბარამ ბარამიძე, გოგი ანთელავა, დათო წერედიანი, თამაზ კვაჭანტირაძე, ვალერი ასათიანი, დარეჯან თვალთვაძე, ნანა ტონია, მანანა ფხაკაძე, გასტონ ბუაჩიძე, რევაზ გაჩეჩილაძე.

 

გთხოვთ, გვეწვიოთ.

 

მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 13, ოთ. 220

შუალედური ანგარიში

2017 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შუალედურ ანგარიშს წარადგენენ გიორგი უგულავა და მაია შუხოშვილი.

მაია შუხოშვილი, ფილოლოგიის დოქტორი – პროექტის პლატონის „თეეტეტოსის“ ინტერპრეტაცია ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების გამოყენებით – შუალედური ანგარიში.
გიორგი უგულავა, ფილოლოგიის დოქტორი – პროექტის „სახელმწიფოს მოწყობის ანტიკური კონცეფციები V-XVIII საუკუნეების დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში“ – შუალედური ანგარიში.

მისამართი:
ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, 
თსუ VIII კორპუსი, 221-ე აუდიტორია

ლუდვიგ ზიპის მოხსენება – წინააღმდეგობის უფლება გონებრივ სახელმწიფოსა და სამართლებრივ სახელმწიფოს შორის

 

csm_wachstum-13_7a9c8eedd4

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

2016 წლის 3 ოქტომბერს, ორშაბათს 16:00 საათზე

გიწვევთ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის 
ლუდვიგ ზიპის მოხსენებაზე – ,,წინააღმდეგობის უფლება გონებრივ სახელმწიფოსა და სამართლებრივ სახელმწიფოს შორის"

მოხსენების ენა: გერმანული (იწარმოებს პირდაპირი თარგმანი ქართულ ენაზე).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია!

პროფ. კონსტანტინო დიმადისის სალექციო კურსი ახალ ბერძნულ ენაში

DSC_2374

 

2016 წლის 26 სექტემბრიდან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, 
ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის პრეზიდენტი –

კონსტანტინოს დიმადისი

ახალ ბერძნულ ენაში სალექციო კურსს ჩაატარებს.

სალექციო განრიგი:
26 სექტემბერი, ორშაბათი, 11:00-12:30 საათმდე. 
27 სექტემბერი, სამშაბათი, 11:00-12:30 საათმდე. 
29 სექტემბერი, ხუთშაბათი, 11:00-12:30 საათმდე. 
30 სექტემბრი, პარასკევი, 11:00-12:30 საათმდე.

ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტთათვის ლექციებზე დასწრება სავალდებულოა!

(ლექციები წარიმართება ბერძნულ ენაზე)

თსუ, VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #13

საერთაშორისო სიმპოზიუმი ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა)

14203418_10202080473971013_103940265_o

 

2016 წლის 19-20 სექტემბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი ინოვაციის იდეა და ფორმები ბერძნულ კულტურაში (ანტიკურობა, შუა საუკუნეები, თანამედროვეობა).

 

 

კონკურსი VICTORIA

კონკურსი VICTORIA

ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში

1 კონკურსის ლოგო

 

2016 წლის 22 ივლისს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდა კონკურსი VICTORIA ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებში. აღნიშნული კონკურსი იმართება 2008 წლიდან. იგი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კლასიკური ენების პოპულარიზაციას. კონკურსს დაარსების დღიდანვე სათავეში უდგას თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი რისმაგ გორდეზიანი. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ვიქტორია ჯუღელი. წლევანდელ კონკურსს გაუძღვნენ ჟიურის თავმჯდომარეები და წევრები: იამზე გაგუა, თინათინ გიორგობიანი და სვეტა ბერიკაშვილი.

2016 წლის კონკურსი სამმაგი აღმოჩნდა: ლათინური – ჰუმანიტარებისთვის, ძველი ბერძნული – კლასიკოსებისთვის და ძველი ბერძნული – ჰუმანიტარებისთვის. ასეთი რამ პირველად მოხდა კონკურსის არსებობის 8 წლის განმავლობაში.
წლევანდელი კონკურსი მეტად წარმომადგენლობითიც იყო. 22 ივლისს, კონკურსის მიმდინარეობას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში, ბატონი მუხრან გულაღაშვილი, ხოლო დაჯილდოებისას კონკურსანტებისათვის გადასაცემი დიპლომები გამარჯვებულთა სახელებითა და გვარებით ქართულ და ლათინურ ენებზე უმშვენიერესად შეამკო მხატვარმა, ხელოვანმა და კალიგრაფმა, ”ქართველმა ვუნდერკინდმა, რომელმაც ლუვრის ექსპერტები გააოცა”, გიორგი სისაურმა, რითაც ეს დიპლომები ოფიციალური დოკუმენტებიდან, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატებად აქცია.
კონკურსი წარმომადგენლობითი იყო იმითაც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ლათინურ ენაში მონაწილეობა მიიღო სხვა უმაღლესი სასწავლებლების სამმა სტუდენტმა, სხვაგვარად რომ ითქვას, სამივე სტუდენტი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ლათინური ენის კონკურსში, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გვეწვია: თბილისის სასულიერო აკადემიიდან და აგრარული უნივერსიტეტიდან, რომლის სტუდენტებისთვისაც ჩვენი კონკურსის არსებობის შესახებ მის გამართვამდე სულ ათიოდე დღით ადრე გახდა ცნობილი.
წელს ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა: ლათინურ ენაში – ცოტნე ჩხეიძე (სასულიერო აკადემია, 88 ქულა) და ირაკლი ნადირაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი, 71 ქულა), ძველ ბერძნულში კლასიკოსებისათვის – ბექა კილანავა (თსუ, 90 ქულა), ძველ ბერძნულში ჰუმანიტარებისათვის – ანა ოღაძე (თსუ, 80 ქულა) და მარიამ მოქია (თსუ, 78 ქულა). ვულოცავთ მათ და ვულოცავთ  მათ მასწავლებლებს: ქეთევან აბესაძეს, ლევან ტატიშვილსა და ვიქტორია ჯუღელს. კონკურსის გამარჯვებულთაგან პირველი ადგილის მფლობელნი დაჯილდოვდნენ ტაო-კლარჯეთში სამდღიანი მოგზაურობით, მეორე ადგილის მფლობელნი კი 150 და 100 ლარის ვაუჩერებით, რომლებითაც  შეუძლიათ წლის განმავლობაში მიიღონ შესაბამისი თანხის წიგნები საგამომცემლო პროგრამა ”ლოგოსის” მაღაზიიდან. ამ პრიზებთან ერთად გამარჯვებულებს გადაეცათ კონკურსის ლოგოთი გაფორმებული ჭიქები და ბლოკნოტები, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსში“ გამოცემული წიგნები, ამას გარდა, კონკურსანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის, “Scripta Manent”, კოორდინატორის  თათია მთვარელიძის თაოსნობით დაჯილდოვდნენ მაისურებითა და სამაჯურებით, სანიშნეებითა და სკრიპტორიუმის ბარათებით.

კონკურსის ტექნიკურ მხარეზე იზრუნეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მარიამ კალაძემ და ეკატერინე კვირკველიამ, ასევე საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ თანამშრომლებმა  ალექსანდრე ჯიქურიძემ და დავით მუჯირმა.

ბოლოს კი, ჩვენს კონკურსანტებს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებსა და დასახული მიზნების მიღწევას, რადგან  Ἐξ ὀνύχων λέοντα და Audentes fortuna iuvat!

 

კონკურსი VICTORIA

კონკურსი VICTORIA 2016

პარასკევს, 22 ივლისს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში წარმატებით ჩატარდა ყოველწლიური კონკურსი “Victoria” ორივე კლასიკურ ენაში: ლათინურსა და ძველ ბერძნულ ენებში.
კონკურსს დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში, ბატონი მუხრან გულაღაშვილი.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდა სამშაბათს 26 ივლისს istanbul escort და გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 

1 კონკურსის ლოგო

 

 DSC_2308 DSC_2302 DSC_2293 DSC_2287 DSC_2284 DSC_2281 DSC_2279 DSC_2278 DSC_2277 DSC_2276 DSC_2275 DSC_2274 DSC_2272 DSC_2271 DSC_2270 DSC_2269 DSC_2268 DSC_2266 DSC_2262 DSC_2261 DSC_2260 DSC_2258 DSC_2257 DSC_2256 DSC_2255 DSC_2252 DSC_2250   20160722_134704 20160722_133024 20160722_132906 20160722_132804 20160722_132649 20160722_132604 20160722_132507 5 20160722_132433 5 20160722_132426 5 20160722_132416 5 20160722_132406 5 20160722_132357 5 20160722_132350 5 20160722_132342 5 20160722_132335 5 20160722_132311 ელჩი 1 13814657_10201863553628140_1954552258_n ელჩი 13814604_10201863553948148_479090421_n 3 13735211_10201863553348133_135630939_n (1) 3 13835475_10201863553188129_821965081_o 5 13817195_10201863553708142_13071207_n  2 13816769_10201863552068101_516073520_n 2 13820436_10201863552108102_1564811869_n ელჩი 20160722_145524 20160722_141811

DSC_2241

DSC_2249DSC_2309

Academic Symposium on The Idea and Forms of Innovation in Greek Culture (Antiquity, the Middle Ages, Modernity)

Academic Symposium on
The Idea and Forms of Innovation in Greek Culture
(Antiquity, the Middle Ages, Modernity)

Within the framework of the Tbilisi Festival of Science and Innovations 2016, an academic symposium The Idea and Forms of Innovation in Greek Culture (Antiquity, the Middle Ages, Modernity) will be held on September 19 and 20 in the TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies.

Those interested in the Symposium should submit their contact details, and the title and abstract of their paper (max. 300 words) at greekstudies@tsu.ge before July 30, 2016.

The Organizing Committee of the Symposium will communicate their decision before 6 August 2016.

The Symposium organizers welcome papers from professors and researchers as well as students of all the three academic levels.

Selected papers will be published in the symposium proceedings.

Contact persons:
Ekaterine Kvirkvelia (Tel: +995 598 60 46 67) e-mail: kvirkvelia_e@yahoo.com
Mariam Kaladze (Tel:+995 577 42 69 82 ) e-mail: mariami.kaladze@tsu.ge